გიორგის შეკითხვა: მამა კონსტანტინე, როდესაც ადამიანს ჰყავს ორი ნათლული - გოგო და ბიჭი, შეიძლება თუ არა ეს ნათლულები ერთმანეთზე დაქორწინდნენ და ოჯახი შექმნან?
ნანას შეკითხვა: უფალი სახარებაში ოჯახის წევრთა
სულიერ განყოფაზე გვესაუბრება. შეიძლება თუ არა სულიერ მტრად და მაჭირვებლად ჩაითვალოს
ოჯახის წევრები, რომლებიც სულიე-რად გვეწინააღმდეგებიან და გვაბრკოლებენ, და ხომ არ
მივა-წევთ მათ წყევას დავით მეფსალმუნის სიტყვებით: „მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმინდე
ყოველი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი".
ნიკოლოზის შეკითხვა: მამაო კონსტანტინე, თქვენ ხშირად საუბრობთ იესოს ლოცვის აუცილებლობაზე, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ეს ლოცვა მხოლოდ ბერებისა და მონაზვნების საქმეა. რას გვეტყვით ამ არგუმენტის საპასუხოდ?