პასუხი: ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი ზოგადად სიწმინდის გამომხატველი სიტყვის ან ტერმინის საერო საქმიანობაში გამოყენება - რეკლამირება.
შესაძლოა, ადამიანი ვერ აცნობიერებდეს ან შეგნებულად, რეკლა-მის მიზნით აკეთებდეს ამას. პირველ შემთხვევაში გაუცნობიერებელ ცოდვასთან გვაქვს საქმე, მეორე შემთხვევაში - პრაფანაციასთან.
საეკლესიო გამოცემები, ჟურნალ - გაზეთები ხშირად აფრთხილებს, სთხოვს, გაუფრთხილდნენ გამოცემას მასში გამოქვეყნებული სტატი-ებისა და წმინდა გამოსახულებების გამო. რა ემართება ღვინისა და ლუდის ბოთლებს დალევის შემდეგ თავად მოგეხსენებათ.
ღმერთმა დაგლოცოთ.