მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


19-01-2014, 23:16
   გელასის შეკითხვა: დაგვლოცეთ მამაო! რამდენად მიზანშე-წონილია ალკოჰოლურ სასმელებს (მაგ, ლუდს - "ზედაზენი", ღვინოს - "ხარება") ან კვების პროდუქტებს სახელად ერქვას წმინდანთა ან საეკლესიო დღესასწაულების სახელები?

   პასუხი: ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი ზოგადად სიწმინდის გამომხატველი სიტყვის ან ტერმინის საერო საქმიანობაში გამოყენება - რეკლამირება.

   შესაძლოა, ადამიანი ვერ აცნობიერებდეს ან შეგნებულად, რეკლა-მის მიზნით აკეთებდეს ამას. პირველ შემთხვევაში გაუცნობიერებელ ცოდვასთან გვაქვს საქმე, მეორე შემთხვევაში - პრაფანაციასთან.

   საეკლესიო გამოცემები, ჟურნალ - გაზეთები ხშირად აფრთხილებს, სთხოვს, გაუფრთხილდნენ გამოცემას მასში გამოქვეყნებული სტატი-ებისა და წმინდა გამოსახულებების გამო. რა ემართება ღვინისა და ლუდის ბოთლებს დალევის შემდეგ თავად მოგეხსენებათ.

ღმერთმა დაგლოცოთ. 

 

 

 

 

 

  

 

 


უკან დაბრუნება