რუსუდანის შეკითხვა: მამაო, შეიძლება თუ არა სხვა ეროვნების (ქურთების) ქორწილში მეჯვარეობა? (ჩემი მეგობარი,რომელიც გაჰყვა სხვა ეროვნების ადამიანს (ქურთს), მთხოვს რომ მის ქორწილში მეჯვარედ წავჰყვე, გთხოვთ მიპასუხოთ შესაძლებელია თუ არა?)
პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესია არ კრძალავს სხვა ეროვნების ხალხთან არა მხოლოდ მეჯვარეობას, არამედ თვით ჯვრისწერასაც.
პირობა ერთია: ის ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს.
სხვა საპრობლემო საკითხები ამ მიმართულებით არა ეკლესიის, არამედ ტრადიციის საფუძველზე განიხილება; ოჯახის, ნათესავების, მეგობრების აზრის გათვალისწინებით.
ღმერთმა დაგლოცოთ!