მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი17-12-2012, 18:56 |
რუსუდანის შეკითხვა: მამაო, შეიძლება თუ არა სხვა ეროვნების (ქურთების) ქორწილში მეჯვარეობა? (ჩემი მეგობარი,რომელიც გაჰყვა სხვა ეროვნების ადამიანს (ქურთს), მთხოვს რომ მის ქორწილში მეჯვარედ წავჰყვე, გთხოვთ მიპასუხოთ შესაძლებელია თუ არა?)
პასუხი: მართლმადიდებელი ეკლესია არ კრძალავს სხვა ეროვნების ხალხთან არა მხოლოდ მეჯვარეობას, არამედ თვით ჯვრისწერასაც. პირობა ერთია: ის ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს. სხვა საპრობლემო საკითხები ამ მიმართულებით არა ეკლესიის, არამედ ტრადიციის საფუძველზე განიხილება; ოჯახის, ნათესავების, მეგობრების აზრის გათვალისწინებით.
ღმერთმა დაგლოცოთ!
უკან დაბრუნება |