xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კითხვა-პასუხი » კითხვებზე პასუხი
კითხვებზე პასუხი
12-04-2014, 13:13  / ამოსაბეჭდი ვერსია

კითხვებზე პასუხი

 

   გიორგის შეკითხვა: დაგვლოცეთ მამაო! როდესაც ადამიანი მეგობარს ჩუქნის მოპარულ ნივთს, იქნება ეს ტანსაცმელი თუ სხვა სახის საყოფაცხოვრებო რამ, რამდენად სწორი და ქრისტიანულია ასეთი საჩუქრის აღება და მისი მოხმარება? ითვლება თუ არა დამნაშავედ საჩუქრის ამღები, როცა ისიც ნაპარავს იღებს საჩუქრად?

   პასუხი: ქურდობა მძიმე ცოდვაა. ნაქურდალი - ნაყოფია ამ ცოდვისა. ცხადია, არ ღირს ასეთი საჩუქრის მიღება. მაგრამ აქ გა-სარკვევია, ჩუქების მომენტში იცოდა თუ არა მეგობარმა ამის შესახებ. გარკვევის შემდეგ მას შეუძლია დაუბრუნოს ნივთი, ან უბრალოდ მოიცილოს თავიდან.

   როგორც წესი, საჩუქრის მიმღები იმავე შეხედულებების მატარე-ბელი ადამიანია, როგორიც მისი მეგობარი და ვერ ხედავს ამ საკითხში დაბრკოლებას.

   ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანი უფრო სერიოზულად მოეკი-დება ამ საკითხს, შეეცდება მოძღვართან გაარკვიოს კონკრეტული სიტუაცია.

 

***

   ნანას შეკითხვა: რას ნიშნავს უფლის სიტყვები: „რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს" (იოანე. 14,28) ?

   პასუხი: მაცხოვარი იუდეველებთან საუბრის დროს ცდილობდა აეხსნა მათთვის, რომ მისი სახით კაცობრიობას მხსნელი მოევლინა, რომ ღმერთი, სამების მეორე პირი, განხორციელდა, რომ ქრისტე არის მესია, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, ერთარსი მამისა... მაგრამ იუდე-ველები ამის გაგონებაზე ხან მთიდან აგდებდნენ მაცხოვარს, ხან ქვებით ჩაქოლვას უპირებდნენ.

   ამ სიტყვებით, „რამეთუ მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს" - მაცხოვარი ცდილობს ნელ-ნელა შეამზადოს ისინი უფრო დიდი საიდუმლოს მისაღებად. იოანეს სახარება ამის არაერთ განმარტებას გვთავაზობს.

   „რომელსაც აქუნდეს ყურნი სმენად, ისმინენ".

 

***

   ლაზარეს შეკითხვა: მამა კონსტანტინე, შეიძლება თუ არა მა-რთლმადიდებელი იყოს პაციფისტი? და ზოგადად პაციფისტს როგორ უყურებს ეკლესია?

   პასუხი: პაციფიზმი, რამდენადაც მე მესმის, მშვიდობის მოსურ-ნეობაა. უფრო სწორად რომ ჩამოვაყალიბოთ - უშფოთველ მდგო-მარეობაში ყოფნის სურვილია, ერთგვარი ნირვანული მდგომარეობაა, უარის თქმა ყოველგვარი ძალისმიერი ბრძოლის ფორმაზე, ოჯახის დაცვაზე, სახელმწიფოს მტრისაგან დაცვაზე და ა.შ. მაგრამ შეე-საბამება ეს მსოფლხედვა ქრისტიანობას?! წმიდა წერილი გვაუწყებს, რომ თავად მაცხოვარი სამართლიანად განრისხებულა ფარისევლებსა და მწიგნობრებზე. ხშირად უწოდებდა მათ „გველებს", „იქედნეს ნაშობებს: და ა.შ. ერთხელ შოლტით გაყარა ტაძარში მოვაჭრენი. ანუ მხილების ეს ფორმა იყო უკვე მათთვის აუცილებელი, სხვა ფორმით ვერაფერს გახდა მათთან. იმის თქმა გვსურს, რომ არსებობს სათნო მრისხანება, ე.ი. არსებობს სათნო ომიც და დამღუპველი მშვიდობაც.

   ეს სირაქლემას პოზაა, რომელსაც არ იზიარებს ეკლესია. რა თქმა უნდა, მხილებაც და მრისხანებაც სიყვარულით უნდა განხორცი-ელდეს.

   მტრისაგან ოჯახსა და სახელმწიფოს დაცვა სწორედ სიყვარულის მანიშნებელია. ეს როგორც რელიგიური, ისე სახელმწიფოებრივი და ოჯახური მოვალეობაა. ასეთნაირად მოვედით ქართველები დღემდე.

   პაციფისტური მშვიდობით დღეს ჩვენ უბრალოდ არ ვიარსებებ-დით.

 

***

   ნანას შეკითხვა: რას ნიშნავს სულიერი სიჯანსაღე და როგორ უნდა შევიცნოთ საკუთარ თავში?

   პასუხი: სულიერი სიჯანსაღე ნიშნავს მცნებების შესრულებით სულის განწმენდას. ამას ვერ მიაღწევს ადამიანი მყისიერი მონ-დომებით. ეს არის ხანგრძლივი სულიერი ბრძოლის გზა. ბოლომდე მებრძოლი მოიმკის შედეგს - სულიერი სიჯანსაღეს, ანუ განწმენდას.

   საკუთარი თავი ყურადღებიანი ცხოვრებით უნდა შეიცნო. ამის ნიჭი უნდა ვთხოვოთ უფალს.

 

***

   ნანას შეკითხვა: როგორ უნდა შევიძინოთ უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა?

   პასუხი: სიკეთესა და ბოროტებას თავისი სულიერი ხარისხები გააჩნია. ყველა ადამიანი თავისი შეხედულებისამებრ საუბრობს სიკე-თესა და ბოროტებაზე. ამის გარჩევის უნარი სულიერი გამოცდი-ლებით მოიპოვება. სულიერი გამოცდილება კი მართლმადიდებელი ეკლესიის მორჩილებით, მისი შეცნობით მოიპოვება.


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine