xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კითხვა-პასუხი » კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი
9-05-2013, 09:33  / ამოსაბეჭდი ვერსია

   გელასის შეკითხვა: დღევანდელ ცხოვრებაში, სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებსა თუ ტრანსპორტში, მომრავლდა ჯგუფები ადამიანებისა, რომლებიც ითხოვენ მოწყალებას, ზოგი რაიმე პირადი პრობლემის (ხშირად მატერიალურის) გამო, ზოგნიც კი ეკლესიის სახელით. შეიძლება თუ არა ეს ჯგუფები მივაკუთვნოთ სექტებს და ითვლება თუ არა ასეთი მოქმედებები ცოდვად მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით?

 

   პასუხი: თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რა ჯგუფებზეა საუბარი. ციგნები, როგორც წესი, მთელი ოჯახის შემადგენლობით მათხოვრობს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ეს არც ჯგუფია და არც, მით უფრო მეტი, სექტა.

   როგორც ჩანს, თქვენ ის გაინტერესებთ, როგორ განვსაზღვროთ ვის მივცეთ მოწყალება და ვის არა.

  თუ ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ესა თუ ის ადამიანი მოწყალების სახით თაღლითობს, ჩვენ შეგვიძლია არ გავცეთ მოწყალება, მაგრამ ამ ინფორმაციას ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ ვფლობთ.

   ამდენად, ჩვენი ვალია ყველა ადამიანს მცნებების მიხედვით მოვექცეთ.

   წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ყოველი, რომელი ითხოვს მოწყალებას, მისი სახით ქრისტე ითხოვს.

   საშინელ სამსჯავროზე მაცხოვარი გვეტყვის: „რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ".

 

 

 

 

   გელასის შეკითხვა:   ხანდახან არის სიტუაციები, როდესაც ერისკაცნი (ეკლესიურად ან არაეკლესიურად მცხოვრებნი) საუბრობენ საზოგადოებაში სასულიერო თემებზე. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, შეიძლება თუ არა ასეთი საუბრები, ან რა დოზით და ითვლება თუ არა ეს ცოდვად?

 
   პასუხი:  საუბრები საეკლესიო თემებზე ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის ვალია. მაგრამ ჩვენ შინაგანი ინტუიციით უნდა მივხვდეთ, ვისთან შეიძლება ამ თემებზე საუბარი და ვისთან არა. მაცხოვარი ბრძანებს: „ნუ დაუფენთ ღორებს მარგალიტებსო". ღორებში ეკლესიის შეურაცხმყოფელნი იგულისხმებიან, მარგალიტებში კი - ქრისტეს სწავლება.

   ზოგადად საუბარი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებზეც გვაქვს მყარი მართლმადიდებლური პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი უნდა მივიყვანოთ მოძღვართან და ის გასცემს ჯეროვან პასუხს.

   ბარსანოფი დიდი გვირჩევს: თუ არ გვეკითხებიან არც ვილაპარაკოთ.

                                            ღმერთმა დაგლოცოთ.

 

 

 

 

 

   გელასის შეკითხვა:  ხშირად ისმის საზოგადოებაში სასულიერო პირების განკითხვები ერის კაცთა მიერ. ითვლება თუ არა ეს დიდ ცოდვად ან მხილებად, თუნდაც რომ ჰქონდეს რომელიმე სასულიერო პირს სახალხოდ გამომჟღავნებული რაიმე შეცოდება?

 
   პასუხი: სასულიერო პირის განკითხვა უმძიმესი ცოდვაა. ადამიანი ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი დადასტურებული ინფორმაციის გარეშე ჭორაობენ ამ თემებზე. დავუშვად და შევნიშნეთ უმსგავსო საქციელი სასულიერო პირის ქმედებაში. ქრისტიანობა გვავალებს აქაც შესატყვის მოქმედებას. ანუ მხილებას თავისი წესი აქვს. თავდაპირველად სიყვარულითა და სიმდაბლით ცალკე უნდა ეთქვას სათქმელი. თუ არ შეიგონა, მაშინ ორ სხვა ადამიანთან ერთად. და თუ ამ შემთხვევაშიც არ შეისმინა, მაშინ უნდა უთხრათ მთელ კრებულს, ანუ მთელ ეკლესიას.    იქცევიან კი ჩვენი მხილებლები ამგვარად?!

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine