პასუხი: მის უწმინდესობას ათასობით ნათლული გოგო - ბიჭები ჰყავს. ცხადია, მათი შეუღლებისაგან არავინაა დაზღვეული. ამ ბავშვებს ერთმანეთში არანაირი ნათესაობა არ აკავშირებთ. ისინი მოყვრულ ურთიერთობაში მხოლოდ ნათლიასთან და მის უშუალო შთამომავალთან იმყოფებიან. რადგან უწმინდესს პირდაპირი შთამო-მავალი არ ჰყავს, შესაბამისად, არც ცოდვის საფრთხე არსებობს. რიგითმა ადამიანმა უნდა ერიდოს მრავალი ნათლულის შეძენას.