მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი18-12-2013, 19:47 |
გიორგის შეკითხვა: მამა კონსტანტინე, როდესაც ადამიანს ჰყავს ორი ნათლული - გოგო და ბიჭი, შეიძლება თუ არა ეს ნათლულები ერთმანეთზე დაქორწინდნენ და ოჯახი შექმნან?
პასუხი: მის უწმინდესობას ათასობით ნათლული გოგო - ბიჭები ჰყავს. ცხადია, მათი შეუღლებისაგან არავინაა დაზღვეული. ამ ბავშვებს ერთმანეთში არანაირი ნათესაობა არ აკავშირებთ. ისინი მოყვრულ ურთიერთობაში მხოლოდ ნათლიასთან და მის უშუალო შთამომავალთან იმყოფებიან. რადგან უწმინდესს პირდაპირი შთამო-მავალი არ ჰყავს, შესაბამისად, არც ცოდვის საფრთხე არსებობს. რიგითმა ადამიანმა უნდა ერიდოს მრავალი ნათლულის შეძენას.
უკან დაბრუნება |