მშვიდობის დამყარებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ
ჩვენ განვერიდოთ უთანხმოებისა და შუღლის საბაბს. შეძლებისამებრ, უნდა ვეცადოთ,
სხვასაც არ ჰქონდეს ჩვენთან მტრობის სურვილი. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
წმ. გრიგოლ ნოსელმა თავისი ეპოქის ქრისტიანებში ერთი
ასეთი სენი შენიშნა: მზაობა მოისმინონ ცილისწამება მოყვასზე. ანუ, ესაა
მდგომარეობა, როდესაც გვესმის რაიმე ცრუბრალდება მოყვასზე და მშვიდად ვუსმენთ.
თუკი ჩვენ გვსურს ვინმე მოვიზიდოთ ქრისტიანობისკენ,ანდაგანვაშოროთცოდვილ
ცხოვრებას, ამ საქმეში თავმდაბლობა უფრო დაგვეხმარება, ვიდრებრძნული საუბრები და მტკიცებულებები.