xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » სათნოებები ზეცისაკენ ამყვანი კიბის საფეხურებია
სათნოებები ზეცისაკენ ამყვანი კიბის საფეხურებია
16-02-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

სათნოებები ზეცისაკენ ამყვანი კიბის საფეხურებია

 

სულის სარგო იგავი პატერიკიდან

 

   წმ. მამების რჩევებსა და დარიგებებს თან ფრიად ჭკუის სასწავლებელი და სულისათვის მეტად სასარგებლო იგავებიც ახლავს. გავეცნოთ ერთ მათგანს.

   ერთი მდაბიოთაგანი, მეტად ღვთისმოსავი კაცი, ერთხელ, ბევრ სხვა ქრისტიანთან ერთად, ღირს პიმენთან მივიდა და მისგან რჩევა - დარიგება ითხოვა. პიმენმა კი უთხრა:

   - მოდი, დღეს შენ თვითონ უქადაგე საძმოს.

   - ეს როგორ?! - შეჰყვირა მოსულმა - მე, ღვთის პირისაგან შეჩვენებულმა უნდა ვილაპარაკი, მამაო?!

   - დიახ, შენ! - პიმენთან ერთად შეუძახა ყველამ და დაჟინებით მოსთხოვეს, ელაპარაკა. მაშინ ამ უკანასკნელმა თქვა:

   - მე ერთი უწიგნური კაცი ვარ და ვერაფერს მოგიყვებით, ერთი იგავის გარდა, რომელიც ერთი უდიდესი წმ. მამისაგან მოვისმინე. აი, ეს იგავიც: მავანმა კაცმა მეფის ხილვა მოისურვა და თავის ერთ - ერთ მეგობარს სთხოვა, თან გაჰყოლოდა. მეგობარი დათანხმდა, მაგრამ უთხრა:

   - კარგი, წამოვალ, ოღონდ მხოლოდ შუა გზამდე გამოგყვები.

   მაშინ ამ კაცმა მეორე მეგობარსაც მიმართა თხოვნით, თან ხლებოდა. ისიც დათანხმდა და უთხრა:

   - კარგი, სასახლემდე მიგაცილებ.

   ბოლოს, მეფის ნახვის მსურველმა მესამე მეგობარსაც სთხოვა, მისთვის თანამგზავრობა გაეწია, და დაითანხმა, რომ თვით მეფის ტახტამდე მიჰყოლოდა.

   - რას ნიშნავს ეს იგავი? - ჰკითხეს მთხრობელს და მანაც აუხსნა:

   - პირველი მეგობარი - ეს მარხვაა, რომელიც ცხონების გზის ნახევარს გაგვატარებს. მეორე - უმწიკვლეობაა, რომელსაც ზეცაში ავყავართ და მესამე კი - მორჩილება, რომელიც თვით უფალთან მიგვიძღვება კადნიერად.

   ამის გამგონეთ, სულიერი სარგებელი მიიღეს და უფალიც ადიდეს.

   ალბათ იკითხავთ, თუ რით არის ეს იგავი ჭკუის სასწავლებელი? ის გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა სათნოება ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული, ისინი თითქოს ზეცისაკენ ამავალი კიბის საფეხურებია და რომ, ერთ საფეხურს მიღწეულებმა, უკვე შემდეგის მოპოვებაზეც უნდა ვიზრუნოთ და ა. შ. ამ იგავში ნათქვამია, რომ ცხონებისაკენ, სხვა სათნოებებთან ერთად, მარხვას, უბიწოებასა და მორჩილებას მივყავართ. განა შეიძლება ცხონება რომელიმეს გარეშე?

   რა თქმა უნდა, არა. მარხვა და მორჩილება რომ უბიწოების გარეშე შევინახოთ, დავიღუპებით. მხოლოდ მარხვითა და უბიწოებით, მორჩილების გარეშე, მხოლოდ საკუთარ გონებაზე დაყრდნობით - შედეგი იგივე იქნება. ასე რომ, ძმანო, საკუთარ ცხონებაზე ზრუნვისას არ უნდა გვეგონოს, რომ ამისათვის ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთი სახის ღვაწლი იქნება საკმარისი. ერთ ღვაწლს მეორეც უნდა მივაშველოთ, როდესაც ერთ სათნოებაში წარვემატებით, მეორის მოპოვებაზეც უნდა ვიზრუნოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი ცხონების საქმე კეთილსაიმედო. ამინ.

 

„სვინაქსარი". ტომი I. 

 www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine