არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. 1903 წლიდან ღვთის განგებუ-ლებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს. წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე. საქართველოში დაბრუნებული წმიდა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ღვთისმებრ-ძოლ ბოლშევიკების დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა.
ერთხელ მონასტერში მისულმა შეიარაღებულმა ჩეკისტებმა ბერები ძალით წაიყვანეს, გზაში ხევის პირას ორივე ბერს ტყვია დაახალეს ზურგში. ხევში გადაცვენილი ბერები ჩეკისტებმა მკვდრად ჩათვალეს. ღვთის განგებით შედარებით მსუბუქად დაჭრილი ბერი გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდის. იპოვეს ცოცხალ-მკვდარი იოანეც და სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს. გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი მღვდელმონაზონი სპირი-დონი. სულ მალე სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა. ბავშვობიდანვე შრომას მიჩვეულმა მამაი ოანემ მალე მოაწყო სამონასტრო მეურნეობა. მამა იოანე ძალიან მკაცრად მარხულო-ბდა,მთელი დღე შრომობდა, ეძინა მხოლოდ ფიცარზე და მთელი ღამეები ლოცულობდა.
არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. იგი ეროვნულ-განმათა-ვისუფლებელ მოძრაობაში იყო ჩაბმული და გარკვეული დროის მანძილზე, წმიდა ილია მართალთან მსახურობდა პირად მდივნად. გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია. მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს. ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ. 1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთისული ორსხეულში".ცნობილია მამების ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდნენ. მამაი ოანემ და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ-მუნჯი; მათთან მიჰყავდათ სხვადასხვა უკურნებელი სენით დაავადებულნი და ბეთანიაში რამდენიმე დღის დარჩენის შემდეგ (ამით მამები თავიანთ სასწა-ულთქმედების ნიჭს მალავდნენ) ავადმყოფები იკურნებოდნენ.
ერთხელ მამა გიორგიმ სახელით უხმო მონასტერში მისულ უცხო კაცს და ამით გაოცებული სტუმარი დაამშვიდა, როცა ამა და ამ ეკლესიაში გნათლავდნენ, მეც იქ ვიყავიო, ნათლობა კი ოცდაათი წლის წინ მომხდარა. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოს თვითონ ასრულებდა და ძალიან წუხდა მამა გიორგიზე, რომელიც სუსტი ჯანმრთელობისა იყო. მაგრამ ამ ქვეყნიდან ის უფრო ადრე გავიდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა. როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა, მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი მონასტრის სიმძიმე დააწვა. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას ანგელოზი გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრული აუწყა და უთხრა, მონასტერში დალოდე-ბოდა ამ ქვეყნიდან გასვლას. წმიდა მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.