xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ცოდვათა გამოტირება
ცოდვათა გამოტირება
26-02-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ცოდვათა გამოტირება

 

 

 

სიტყვა პატერიკიდან ტირილის შესახებ

 

   მოუნანიებელი ცოდვილნი, რაც უფრო მეტად ეფლობიან ბორო-ტებაში, სულის ხსნაზე მით უფრო ნაკლებად ზრუნავენ. ხოლო ისინი, ვის გულებშიც ჯერ არ გამქრალა უფლის შიში, - პირიქით, თავიანთ უღირს მდგომარეობას უფლის წინაშე მუდამ აცნობიერებენ, მთელი ძალ - ღონით ცდილობენ ცოდვებისაგან განწმენდას, ამის გამო მუდამ ჭმუნავენ და სინანულის მწარე ცრემლებს ღვრიან. და თუ რარიგად სასიკეთოა მათთვის ეს ცრემლები, ამას შემდეგი გადმოცემიდან დავინახავთ.

   ერთი ბერი, რომელსაც თავი უდიდეს ცოდვილად მიაჩნდა, მუდამ ასე ლოცულობდა:

   - ვუწყი, უფალო, რომ არა ვარ შენი მიტევების ღირსი, რადგანაც მრავალჯერ და მძიმედ შეგცოდე, მაგრამ შენი გულმოწყალების მოიმედე, მაინც გევედრები, მომიტევო. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აქ მაინც დამსაჯე, რომ მომავალ ცხოვრებაში ნაკლებად ვეწამო. ამგვარი ლოცვისას მუდამ ახსოვდა, რომ ნეტარ არიან მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ და ლოცვი-სას თავადაც მუდამ ცრემლი სდიოდა. ერთხელაც, როდესაც ნამ-ტირალევს ჩაეძინა, უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და ჰკითხა:

   - რა გინდა, ასე რისთვის სტირი?

   - ძალზე დავეცი, უფალო! - მიუგო ბერმა.

   - მაშ, ადექ! - უბრძანა უფალმა.

   - არ ძალმიძს, თუ შენ არ ამაყენებ.

   უფალმა ხელი გაუწოდა, წამოაყენა და ისევ ჰკითხა:

   - რასა სტირი და მწუხარებ?

   - როგორ არ ვიტირო და ვიდარდო, - უთხრა ბერმა - როცა ასე შეურაცხგყავ უფალო!

   მაშინ უფალმა გულზე დაადო ხელი და უთხრა:

   - ნუ დარდობ, ღმერთი შეგეწევა. რადგანაც თავი შენ თვითონ დაიმდაბლე, მე აღარ შეურაცხ - გყოფ. თქვენთვის სისხლი დამიღ-ვრია, ამიტომაც ყველა მონანულ სულს სიყვარულით მივიღებ!

   ამ დროს ბერს გამოეღვიძა, გულში უდიდესი სიხარული იგრძნო და მიხვდა, რომ უფლისაგან პატიება მიეღო. მან ცხოვრების დარჩენილი წლები უფლის დიდებასა და მორჩილებაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა მარადისობაში.

   ამგვარად, ძმებო, როდესაც თქვენ უფლის წინაშე უღირსი საქ-ციელის გამო ღრმა სინანულს იგრძნობთ, რაკი არასაკადრისად და არასაკმაოდ ემსახურებოდით და თქვენი ცოდვებით შეურაცხ-ყოფდით, თუ ამ დროს თვალთაგან ცრემლები გადმოგცვივათ, იცოდეთ, რომ ეს მაცხოვნებელი ცრემლებია, ეს მალამოა თქვენი, ცოდვებისაგან მოწყლული სულისათვის. აბა რამ გაამართლა უფლის წინაშე, თუ არა სინანულის ცრემლებმა დავითი, პეტრე მოციქული, ავაზაკი და უძღები? რამ აქცია ცოდვილი მარიამი (ხს. 1 აპრილს) ხორცშესხმულ ანგელოზად, თუ არა ამ ცრემლებმა? ავაზაკი დავითი(ხს. 6 სექტ.) - სასწაულთმოქმედად, ყველასგან მასხრად აგდებული ბაბილა (ხს. 22 თებერვ.) კი - უდიდეს მოსაგრედ? ეს ცრემლები, თუ უფრო ხშირად დაღვრით, თქვენც მეტად განგწმედენ. ამინ.

 

 

 

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  

 

 


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine