xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ლიტურგიაზე მოხსენიება სარგოა განსვენებულთა სულებისთვის
ლიტურგიაზე მოხსენიება სარგოა განსვენებულთა სულებისთვის
29-01-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ლიტურგიაზე მოხსენიება სარგოა განსვენებულთა სულებისთვის

 

 

წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის მიერ თქმული ამბავი შესახებ ბერისა, ვინც ეპიტიმიაში გარდაიცვალა და ოცდაათდღიანი მოხსენიების შემდეგ მიეტევა

 

   შესვენებულთა სულებისათვის, ვინც რწმენით გარდაიცვალნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს, გამოეღოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა, მეტად მაცხოვნებელია ლოცვა, რწმენით აღვლენილი მათი ქველმოქმედების სახსოვრად; ხოლო განსაკუთრებით მარგებელია მათ სახელზე ქრისტეს ხორცისა და სისხლის უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. მიცვალებულთათვის უსისხლო მსხვერპლის შეწირვის განსაკუთ-რებული კეთილმყოფელობის შესახებ წმ. კირილე იერუსალემელი ამბობს: „სულებს, რომელთათვისაც ლოცვა აღევლინება, უდიდესი სარგებელი მიეცემათ, თუკი შეწირული იქნება წმინდა და საშინელი მსხვერპლი." ამასვე გვასწავლის წმინდა ოქროპირიც: „ნუ დავი-ზარებთ, - ამბობს იგი, - დავეხმაროთ წასულებს და ვილოცოთ მათთვის, რამეთუ გველის მთელი ქვეყნისთვის საერთო განმწმენდი მსხვერპლი... და, უეჭველია, შესაძლებელია, მათთვის მიტევება გამოვითხოვოთ მათ მაგიერ შეწირული ძღვენით და მათთან ერთად დასახელებულთა წყალობით." და, ბოლოს და ბოლოს, იგივეს გვეუბნება მაგალითებიც.

   „ცხოვრობდა ბერი, - მოგვითხრობს წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი, - ვინაც, სასიკვდილოდ სნეულმა, გაუმხილა ღვიძლ ძმას, რომ ოქროს მალავდა თავის სენაკში. უნდა აღვნიშნოთ, რომ მონასტერი, სადაც ხსენებული ბერი ცხოვრობდა, საერთო საცხოვრებელი იყო, და, მისი წესდების თანახმად, საძმოს ყველაფერი საერთო უნდა ჰქონოდა, არავის გააჩნდა უფლება, რამე საკუთრად თავისად ჩაეთვალა და, მით უმეტეს, დაეფარა. მოგვიანებით ბერის ამ საქციელის შესახებ სხვა ბერებმაც შეიტყვეს, შემდეგ კი მომახსენეს მეც, როგორც უფროსს. იმისათვის, რათა ბერს შეეგრძნო საკუთარი ცოდვის სიმძიმე, მე ავუკრძალე ძმებს მისი მონახულება. ხოლო როდესაც გარდაიცვალა, ვბრძანე, მონასტრის სასაფლაოს მიღმა დაემარხათ იგი, ხოლო საფლავზე მის მიერ დამალული ოქრო დაეყარათ. ყოველივე ეს აღასრულეს. მაგრა აი, გავიდა ოცდაათი დღე მისი სიკვდილის შემდეგ და მე ძლიერ შემებრალა იგი. რაკი ვთვლიდი, რომ გარდაცვლილი იტანჯება საიქიოში, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მისი ხვედრის შემსუბუქება, და შევჩერდი შემდეგზე: მოვუხმე ეკონომოსს და ვუბრძანე, მიცვალებულისათვის ოცდაათი განსასველებელი ლიტურგია ეწირა და ყველა ძმასაც აგრეთვე დავავალე მისთვის საერთო ლოცვის აღვლენა. ჩემი ამგვარი გადაწყვეტილება ძლიერ სარგო იყო მიცვალებულისათვის. სწორედ იმ დღეს, როდესაც მისთვის ბოლო, ოცდამეათე, ლიტურგია გავასრულეთ, იგი გამოეცხადა თავის ღვიძლ ძმას და უთხრა:

   - აქამდე, ძმაო, სასტიკად და საზარლად ვიტანჯებოდი; ახლა კი კარგად ვარ და ნათელში ვიმყოფები.

  შესვენებულის ძმამ ბერებს მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ და ყველანი დარწმუნდნენ, რომ მიცვალებული ტანჯვას დაეხსნა მისთვის შეწირული მხსნელი მსხვერპლის წყალობით."

   ამგვარად, ძმანო, ჩვენთვის წამებული და მოკვდინებული უფლის უდიდესი ღვაწლის რწმენით, რაც შეიძლება, ხშირად გაიხსენეთ ლოცვით თავად და საკურთხევლის მსახურებსაც შესთხოვეთ, უსისხლო მსხვერპლის შეწირვის ჟამს ღვთის საყდრის წინაშე მოიხსენიონ თქვენი გარდაცვლილი ძმები. ამ მსხვერპლის კეთილ-ყოფელი ძალა, როგორც ხედავთ, ამა სოფლის საზღვრებს მიღმაც ვრცელდება და, ცხადია, თქვენს მიერ მოხსენიებულ სულებს შვებასა და მშვიდობას მიანიჭებს. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 


 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine