xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » განხეთქილებაში მყოფთა მართლმადიდებლობაზე მოქცევის ერთ - ერთი ქმედითი საშუალება
განხეთქილებაში მყოფთა მართლმადიდებლობაზე მოქცევის ერთ - ერთი ქმედითი საშუალება
23-02-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

განხეთქილებაში მყოფთა მართლმადიდებლობაზე მოქცევის ერთ - ერთი ქმედითი საშუალება

 

სიტყვა პატერიკიდან მელქისედეკის შესახებ

 

   რატომ ხდება, ძმანო, რომ ჩვენში, განხეთქილებაში მყოფთაგან მართლმადიდებლობაზე ასე მცირედნი ბრუნდებიან? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ - ერთი მთავარი მათ შორის, ჩვენის აზრით, ჩვენივე სიფიცხე უნდა იყოს. როდესაც სასაუბროდ მართლმადიდებ-ლები და ხსენებული ძველმოწესეები შეიყრებიან, ეს ამბავი მშვიდობიანად ძალზე იშვიათად მთავრდება. ისინი ერთმანეთს წაეჩხუბებიან, დალანძღავენ და ისე დაიშლებიან ხოლმე. რა თქმა უნდა, აქ რაიმე სასარგებლო ძვრაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჯიბრი და გაავება კარგს არაფერს მოიტანს. არადა, საუბარი სხვაგვარად - წყნარად და გააზრებულად რომ წაგვემართა, საქმე სულ სხვაგვარად შეტრიალდებოდა.

   ოდესღაც ეგვიპტეში ერთი ბერი ცხოვრობდა - უხეშობითა და უმეცრებით გამორჩეული და სწორედ ამ უმეცრებიდან გამომდინარე, ყველას უმტკიცებდა, რომ მელქისედეკი არის უფლის ძე. ეს მთავარეპისკოპოსმა კირილემ შეიტყო და ბერი თავისთან დაიბარა. ის ბრძენი ადამიანი იყო და უწყოდა, რომ ადამიანის გადაბირება ბოროტიდან კეთილისაკენ ყველაზე უკეთ სიმშვიდეს ძალუძს. ამიტომ, ბერთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ წყნარად უთხრა:

   - მამაო, გთხოვ დამეხმარო. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არ მაძლევს მოსვენებას: ერთი ჩამძახის, რომ მელქისედეკი უფლის ძეა, მეორე კი - რომ ის მხოლოდ და მხოლოდ უფლის მღვდელმთავარია. რომელს ვერწმუნო? ილოცე, რომ უფალმა სიმართლე გაგიმხილოს, და მეც მაუწყე.

   ბერმა უთხრა:

   - სამი დღე დამაცადე, რომ უფალმა გამიმხილოს, და შენც გაგაგე-ბინებ.

   სამი დღის შემდეგ, მართლაც, ბერი ნეტარ კირილესთან დაბრუნდა და უთხრა:

   - მელქისედეკი უფლის ძე კი არა, ადამიანი ყოფილა.

   - როგორ შეიტყვე? - ჰკითხა არქიეპისკოპოსმა.

   ბერმა მიუგო:

   - უფალმა ძველი აღთქმის პატრიარქები მაჩვენა, რომელნიც ერთიმეორეს მოსდევდნენ, მათ შორის იყო მელქისედეკიც. უფლის ანგელოზმა მასზე მიმითითა და მითხრა: „აი, მელქისედეკიც."

   ამის შემდეგ ბერი ყველას ეუბნებოდა, რომ მელქისედეკი ადამიანია და არა ძე უფლისა. წმინდა კირილე კი ხარობდა, რომ უფლის დახმარებით მოყვასი დაიხსნა.

   ასე დაამარცხა სიმშვიდემ უხეშოდა. ესეც მაგალითია თქვენთვის, თუ როგორ უნდა ესაუბროთ ზემოთხსენებულ სტაროვერებს. უფალი მუდამ სიმართლის მხარეზეა და არა ძალის. ამიტომ, საუბრის დროს ნუ იყვირებთ, ნუ გაცხარდებით, იყავით მშვიდნი და გონიერნი, იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკო, ვითარცა ტრედნი (მათ. 10, 16). თავადაც ილაპარაკეთ და სხვასაც მიეცით საუბრის საშუალება. თუ თანამოსაუბრის სიტყვებმა აღგაშფოთათ, მოთმინება მოიკრიბეთ. თუ გრძნობთ, რომ მოთმინება გღალატობთ, სიმშვიდით აღიჭურვეთ და გონებაში უფლისადმი ლოცვა აღავლინეთ და მაშინ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის (მათ. 10, 20). უფალი გაგინათლებთ გონებას. და ნურასდროს დაივიწყებთ, რომ ცეცხლს ნავთით ვერ ჩააქრობ და ბოროტებას ბოროტებითვე წინ ვერ აღუდგები. (რომ. 12, 21), - გვეუბნება მოცი-ქული. ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I.  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine