xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიკვდილს სიხარულით შევხვდეთ და არა ძრწოლით
რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიკვდილს სიხარულით შევხვდეთ და არა ძრწოლით
6-02-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიკვდილს სიხარულით შევხვდეთ და არა ძრწოლით

 

 

წმ. მოწამე მართას, მისი დის მარიამისა და წმ. მოწამე კირიონ მორჩილის შავშემოსილის ხსენება

 

   როდესაც სიკვდილს ვუახლოვდებით, უმეტესად ძრწოლა გვიპყ-რობს და არა სიხარული. რატომ ხდება ასე? ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამ დროს ყოველმხრივ შევიწროებას განვიცდით. უკან, წარსულისაკენ ვიყურებით და იქ მოუნანიებელ ცოდვებსა და მიუტევებელ ბოროტებას ვხედავთ, წინ კი - მოუსყიდველი მსაჯული გველის - თვით უფალი, მარადიული ნეტარება, რომელიც წუთიერი ცოდვილი სიამტკბილობისათვის დავკარგეთ და ჯოჯოხეთის ტანჯვა, საბოლოო შთანთქმით რომ გვემუქრება. მოკლედ, სიკვდილის წინაშე იმიტომ ვძრწით, რომ ცოდვილები ვართ. მართალნი რომ ვიყოთ, საქმე სხვაგვარად იქნებოდა, სიკვდილს სიხარულით შევეგებებოდით და არა შიშით.

   ქრისტიანთა დევნისას ორი მონათესავე ქალწული ცხოვრობდა - მართა და მარიამი. ისინი ღმერთს მუდამ ევედრებოდნენ, რომ მათი ერთადერთი სურვილი აესრულებინა და ქრისტესთვის წამების ღირსნი გაეხადა. ერთხელ, როდესაც მეფის მხედართმთავარმა მათ სახლს ჩაუარა, ქალწულებმა მის გასაგონად შესძახეს:

   - ჩვენ ქრისტიანები ვართ!

   მხედართმთავარი, თავის მსახურებითურთ, შეჩერდა. ქალწულებმა კვლავ გაიმეორეს:

   - ჩვენ ქრისტიანები ვართ!

   ამაზე მხედართმთავარმა მიუგო:

   - რადგანაც ასე ნორჩები ხართ, მე გპატიობთ, წადით მშვიდობით, არ მსურს თქვენი სიკვდილით დასჯა.

   მაშინ მართამ უთხრა:

   - მხედართმთავარო, ქრისტესთვის სიკვდილი ეს სიკვდილი კი არა, მარადიული სიცოცხლეა!

   მარიამმაც იგივე გაიმეორა და იქვე მდგომმა ახალგაზრდა ბერმა კირიონმაც დაადასტურა მისი სიტყვები. ამჯერად მხედარი განრი-სხდა და უბრძანა, სამივე ჯვარზე გაეკრათ. ბრძანება აღსრულდა. იმ დროს მტარვალებს წესად ჰქონდათ, გარკვეული დროის შემდეგ ჯვარზე გაკრულთათვის თავი მოეკვეთათ. მარიამმა, როდესაც ამ უკანასკნელი ტანჯვის მოახლოება იგრძნოს, ჯალათს უთხრა:

   - მცირე ხანს გვაცადე, რომ ჩვენი უკანასკნელი გალობა აღვუვ-ლინოთ უფალს.

   ჯალათი დათანხმდა. მაშინ ჯვრებიდან გაისმა:

   - შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდ-რებულ ხარ ცათა შინა. აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ჴელთა მიმართ უფალთა მათთაჲსა და ვითარცა თუალნი მჴევლისანი ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისა-თა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ (ფსალმ. 122, 1-4).

   გალობის დასრულებისთანავე მართამ თქვა:

   - თუკი ვისმე ჩვენს ძმათაგანს სურს გამოგვეთხოვოს, დაე, მოვი-დეს, ჩვენ ხომ მალე ზეციურ იერუსალიმში ვიქნებით.

   შეკრებილი ქრისტიანები მოწამეებს გამოემშვიდობნენ, რის შემდეგაც ჯალათმა მათ თავები დააყრევინა და, როგორც ნათქვამია, „მათ სიხარულით შეჰვედრეს სული უფალს."

   იხილეთ: როგორც ჩანს, ზემოთხსენებულ წმინდანებს სიკვდილის არ ეშინოდათ, რადგანაც მას თვითონვე ესრაფვოდნენ. აღსასრული თავადვე სურდათ, რადგანაც მას სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უწოდებდნენ. ესეიგი, ისინი სიკვდილს სიხარულით ხვდებოდნენ, რადგანაც ჯვარზე მილურსმნით მიყენებული საშინელი ტანჯვის მიუხედავად, მათ უფალს სული სიხარულით შეჰვედრეს. დიახ, ჭეშმარიტად, სიკვდილი არ ყოფილა მათთვის საშინელი, რადგანაც სიწმინდით იყვნენ აღვსილნი და როგორც იტყვიან, მისით სუნთქვავდნენ. და ეს მაგალითი წმინდანის მშვიდი, სიხარულით აღსავსე დამოკიდებულებისა საკუთარ აღსასრულთან ერთადერთი არ არის. ისმინეთ, თუ რას ამბობს თავისთავზე პავლე მოციქული: ჩემდა ცხოვრებაჲ ქრისტე არს და სიკუდილი - შესაძინელ... გული მეტყჳს განსვლად და ქრისტეს თანა ყოფად (ფილიპ. 1. 21, 23). აი, როგორ აღიქვამდნენ წმინდანნი სიკვდილს, აი, რარიგად სასიხარულო იყო მათთვის! ჩვენთვისაც ასევე იქნება, თუ სიცოცხლეშივე მათ გზას დავადგებით. მივბაძოთ წმინდანებს, ცოდვებს გავერიდოთ და სინანულის ცრემლებით ჩამოვირეცხოთ, ვიცხოვროთ უფალში და უფლისათვის და მაშინ ჩვენც აღვივსებით მხნეობით სიკვდილის წინ და დავითის მსგავსად შევძახებთ: ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემე-შინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ (ფსალმ. 22. 4). ამინ.

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი 1. 


 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine