ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დასჯილნი, არამედ, გქონდეს იმედი უფლის უდიდესი შეწყალებისა, რომელსაც უნდა ყველას გადარჩენა.
ბერი არსენი ათონელი
* * *
ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულიად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარეიქეც ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს" (იობ. 21. 14), მაშინ უფალი, მიუხედავად თავისი ყოვლადსახიერებისა, მის ძალით გადარჩენას არ ეცდება. ღმერთი სამართლიანია - იგი ანიჭებს ასეთ ადამიანს უფლებას, გამოიყენოს თავისი არჩევანი: ცოდვილი წავიდეს ჯოჯოხეთში, მართალი კი სამოთხისეული ნეტარებით დატკბეს. ეს ჩვენ თავად ვირჩევთ ჩვენს მარადიულ სამყოფელს, ღმერთი მხოლოდ ადასტურებს მას. ერთი სიტყვით, ჩვენი არჩევანის თავისუფლება ღვთის სამართლიანობის წყალობაა.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
* * *
ჯოჯოხეთი - ეს მეორე სიკვდილია, სადაც არ არის აღდგომა. პირველი, ხორციელი სიკვდილი და საფლავში ლპობა ამასთან შედარებით მშვიდ ძილად გამოიყურება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)