მთავარი > სხვადასხვა > ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთი


10-08-2013, 00:09

 ჯოჯოხეთი   ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დასჯილნი, არამედ, გქონდეს იმედი უფლის უდიდესი შეწყალებისა, რომელსაც უნდა ყველას გადარჩენა.

 

 

ბერი არსენი ათონელი

                                                 

 

 

* * *

   ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულიად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარეიქეც ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს" (იობ. 21. 14), მაშინ უფალი, მიუხედავად თავისი ყოვლადსახიერებისა, მის ძალით გადარჩენას არ ეცდება. ღმერთი სამართლიანია - იგი ანიჭებს ასეთ ადამიანს უფლებას, გამოიყენოს თავისი არჩევანი: ცოდვილი წავიდეს ჯოჯოხეთში, მართალი კი სამოთხისეული ნეტარებით დატკბეს. ეს ჩვენ თავად ვირჩევთ ჩვენს მარადიულ სამყოფელს, ღმერთი მხოლოდ ადასტურებს მას. ერთი სიტყვით, ჩვენი არჩევანის თავისუფლება ღვთის სამართლიანობის წყალობაა.

 

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

 

* * *


   ჯოჯოხეთი - ეს მეორე სიკვდილია, სადაც არ არის აღდგომა. პირველი, ხორციელი სიკვდილი და საფლავში ლპობა ამასთან შედარებით მშვიდ ძილად გამოიყურება.

 

 

 

 არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

უკან დაბრუნება