xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » შურიანობის ცოდვა
შურიანობის ცოდვა
5-03-2014, 00:09  / ამოსაბეჭდი ვერსია
შურიანობის ცოდვა   დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, შენივე თანატომელისა და თანამოძმის წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, ანდა - რა გამართლება!

 

* * *

   მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი - საკუთარ წარუმატებლობად.

 

* * *

   ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც - შურიანი - მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?

 

* * *

   შურიანი საკუთარ თავს მეტად ვნებს, ვიდრე იმას, ვისიც შურს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

   ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *

   თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ.

 

* * *

   შური არის მწუხარება სხვის სიკეთეზე.

 

* * *

   შური უსამართლო ვნებაა, რადგან აღაშფოთებს ყველა კეთილის სიმშვიდეს, და სამართლიანიცაა, რადგან აშრობს მის საკვებს.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

   ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 9-10

 

 

* * *

   ნუ წაართმევ შურით აღვსილი ვინმეს იმას, რაც მისთვის ღმერთს მიუცია და ნურაფერს მიითვისებ ამპარტავნებით, რამეთუ არავის ძალუძს რაიმეს მოპოვება, თუკი ღმერთი არ უბოძებს, რადგან ყოველი ძალაუფლება და პატივი ღვთისგანაა.

 

* * *

   შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე იგი ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *

   როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს.

 

* * *

   როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს.

 

* * *

   შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისაგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

* * *

   როდესაც ხედავ სიმდიდრეს ანდა - დიდებას, ან - საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

   სად უნდა იპოვოს კაცმან ადგილი ისეთი, რომ შურის მწერავს თვალსა განერეს? - ვერსადა, ვგონებ, თვინიერ საფლავისა, რადგან ყოველგან მიწვდების თვალი მეშურნისა ძმის ბედნიერების შავის ლაქის დამკვრელად. ან ვითარ შესძლოს კაცმან ცხოვრება, რომ შურსა განერეს?! - შეუძლებელია.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

* * *

   ყველა სნეულებას და მათ შორის შურსაც, თავისი წამალი აქვს, - წამალი შურისა ქრისტეს სიყვარულია. შურსა და სიძულვილს ქრისტიანული სიყვარული აუძლურებს.

 

* * *

   შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

* * *

   შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *

   შური და სიძულვილი დახშვიან ზეცას, აბრმავებენ გონიერებას, აბნელებენ სულს, ამძიმებენ სინდისს და ამწუხრებენ ღმერთს ადამიანის გამო და განახარებენ ეშმაკთ.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *


   შური სიხენეშისა ეშმაკთა თანა ქვესკნელად ჯოჯოხეთისად შთაიყვანებს, ვითარ იგი სიცრუისა მღვდელნი შთახადნა ქვესკნელთა შინა ჯოჯოხეთისათა.

 

წმიდა ანტონ ჭყონდიდელი


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine