1.
1. დასჯილ ცოდვილთა სხეულები უხრწნელი და უკვდავნი იქნებიან, რასაც იესუ ქრისტე ამოწმებს: და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა (მათე, 25,46). დაფარულთა მჭვრეტელი ამბობს: ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი (გამოცხადებაჲ, 9,6). რამეთუ ჯერ - არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ (1 კორინთელთა, 15,53) - განმარტავს პავლე მოციქული.
2. იქნებიან ტანჯულნი, რადგან მარადიული ცეცხლისაგან საშინელ წამებას განიცდიან.
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"