1. დასჯილ ცოდვილთა სხეულები უხრწნელი და უკვდავნი იქნებიან,
რასაც იესუ ქრისტე ამოწმებს: და წარვიდენ ესენი
სატანჯველსა საუკუნესა (მათე, 25,46). დაფარულთა მჭვრეტელი ამბობს: ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის
მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი (გამოცხადებაჲ, 9,6). რამეთუ ჯერ - არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ,
და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ (1 კორინთელთა, 15,53) - განმარტავს პავლე
მოციქული.
2. იქნებიან ტანჯულნი, რადგან მარადიული ცეცხლისაგან საშინელ
წამებას განიცდიან.