xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ანტიქრისტე » ანტიქრისტეს სახელის მოხაზულობა
ანტიქრისტეს სახელის მოხაზულობა
24-02-2013, 00:08  / ამოსაბეჭდი ვერსია
ანტიქრისტეს სახელის მოხაზულობა
 

 

   ანტიქრისტეს მრავალ სახელსა და წოდე-ბას ანიჭებენ. წმიდა წერილში მას „ძე უშჯულოებისა, ძე წარსაწყმედელისა, უშჯ-ულო წინასწარმეტყველი, ცრუ ქრისტე, საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, მხეცი, სატანა და სხვა" ეწოდება. ეს სახელწოდებანი საზოგადოა, ისინი შეიძლება ჩვენ ანტიქრისტეს წინამორბედებსაც ვუწოდოთ; ძე წარსაწყმედელისა და უშჯულო ადამიანი შეიძლება ყველა მოუნანიებელ ცოდვილს ეწოდოს.

   ამ თავში ჩვენ გვინდა ვთქვათ სახელზე, რომელიც სწორედ ანტი-ქრისტესთვისაა დამახასიათებელი და შესაფერისი. ანტიქრისტეს სახელის შესახებ წმ. იოანე ღმრთისმეტყველი ამბობს: აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც-დაექუს (გამოცხადებაჲ, 13, 18).

   მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ამ საიდუმლოს გადაწყვეტისა მრავალგზისი იყო, ყოველი მათგანი წარუმატებლად დამთავრდა. განმმარტებელთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ანტიქრისტეს სახელი ბერძნული იქნება, რადგან გამოცხადება, პირველად, ბერძნულ ენაზე დაიწერა. ამიტომაც გვაოცებს ზოგიერთი უვიცი განმმარტებელი, რომელიც რიცხვი 666 - ის შესაბამის სახელებს სლავურ მეტყველებაში ეძებს. ბერძენი მწერლები ანტიქრისტეს შემდეგ სახელებს უწოდებენ, რომელთა შემადგენელი ასოების რიც-ხვითი მნიშვნელობათა ჯამია - 666: 
 

Λ - 30

Α – 1

Τ - 300

Ε - 5

Ι - 10

Ν - 50

Ο - 70

Σ - 200

666


 

ΛΑΤΕΙΝΟΣ

რომაელი

ΤΕΙΤΑΝ

მზე

ΛΑΜΠΕΤΙΣ

ბრწყინვალე, ნათელი

Ο ΝΙΚΗΤΗΣ

გამარჯვებული, მძლეველი

ΚΑΚΟΣ ΟΔΗΓΟΣ

ბოროტი ბელადი

ΑΛΗΘΗΣ ΒΛΑΒΕΡΟΣ

ჭეშმარიტად მავნე

ΑΜΝΟΣ ΑΔΙΚΟΣ

ცრუ (უსამართლო) კრავი

ΜΑΟΜΕΤΙΣ

მუჰამედი

ΑΝΤΕΜΟΣ

მოწინააღმდეგე

ΣΑΞΟΝΕΙΟΣ

საქსონელი

ΒΕΝΕΔΙΚΤΟΣ

კურთხეული

 

    ბევრი ფიქრობს, რომ რიცხვით ექვსასსამოცდაექვსი ანტიქრისტეს არა სახელი, არამედ მისი მოსვლისა და სიკვდილის დროა აღნიშნული. განმარტავენ ასეც, რომ მხეცის რიცხვით მინიშნებულია მესამე ცოდვა ეშმაკისა, რომელიც ანტიქრისტეში აღესრულება, რადგან ექვსი არის რიცხვი გონიერის შექმნისა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და მოაკლდა სიმშვიდე და ნეტარება, რომელსაც სრულყოფილი რიცხვი შვიდი შეიცავს. ანტიქრისტეს სახელთან დაკავშირებით, აგრეთვე, მრავალი სხვა, ერთმანეთისაგან ფრიად განსხვავებული, ვარაუდები და მკითხაობანი არსებობს. ჩვენ მათ არ შევეხებით, მხოლოდ ვიტყვით, რომ საიდუმლო გამოძიებას ვერ ითმენს. ეკლესიის მნათობებიც ერთსულოვნად ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს სახელი არავინ იცის, რადგან გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი და გამოუძიებელნი მსჯავრნი მისნი. გა-მოცხადებიდან ცნობილია, რომ ანტიქრისტე თავისი სახელის მოხაზულობას ყველა თავის მიმდევარს მისცემს: და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის - სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. - და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაჲთა არავის ჴელ - ეწიფებოდის სყიდად ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ (გამოცხადებაჲ, 13, 15-17).

   წმიდა ეკლესიის მტრები ანტიქრისტეს დაწერილობას მირონცხების საიდუმლოს უწოდებენ, რათა ამით მართლმადიდებელნი გაკიცხონ. ეს უგუნურები ვერ ამჩნევენ, რომ მაშინ, მათი შეხედულებებით, წმიდა მოციქულებიც და თვით უფალი იესუ ქრისტეც, რომელმაც ჩვენი ცხოვრებისათვის საიდუმლოებანი დაადგინა, ანტიქრისტეები უნდა იყვნენ. წმ. ანდრია კესარიელი ანტიქრისტეს დაწერილობასთან დაკავშირებით ამბობს: „იგი ისწრაფვის, რომ დამწერლობა განდ-გომილისა და მაცდურის დამღუპველი სახელისა ყველას დაადოს, ნაწილობრივ - მარჯვენა ხელზე, რათა შეწყვიტონ ქმნა სწორი და კეთილი საქმეებისა, ნაწილობრივ კი - შუბლზე, რათა ცდუნებულებს ვერაგობასა და სიბნელეში კადნიერება ასწავლოს და მხეცის ბეჭედს ყველგან - ყიდვასა და გაყიდვაშიც, გაავრცელებს, რათა ისინი, რომელნიც მას არ მიიღებენ, აუცილებელ საჭიროებათა ნაკლებობი-საგან დაიხოცონ" (მე - 13 სიტყვა).

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"

 

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine