მთავარი > ანტიქრისტე > ანტიქრისტეს სახელის მოხაზულობა
ანტიქრისტეს სახელის მოხაზულობა24-02-2013, 00:08 |
|||||||||||||||||||||||||||||||
ანტიქრისტეს მრავალ სახელსა და წოდე-ბას ანიჭებენ. წმიდა წერილში მას „ძე უშჯულოებისა, ძე წარსაწყმედელისა, უშჯ-ულო წინასწარმეტყველი, ცრუ ქრისტე, საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, მხეცი, სატანა და სხვა" ეწოდება. ეს სახელწოდებანი საზოგადოა, ისინი შეიძლება ჩვენ ანტიქრისტეს წინამორბედებსაც ვუწოდოთ; ძე წარსაწყმედელისა და უშჯულო ადამიანი შეიძლება ყველა მოუნანიებელ ცოდვილს ეწოდოს. ამ თავში ჩვენ გვინდა ვთქვათ სახელზე, რომელიც სწორედ ანტი-ქრისტესთვისაა დამახასიათებელი და შესაფერისი. ანტიქრისტეს სახელის შესახებ წმ. იოანე ღმრთისმეტყველი ამბობს: აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც-დაექუს (გამოცხადებაჲ, 13, 18). მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ამ საიდუმლოს გადაწყვეტისა მრავალგზისი იყო, ყოველი მათგანი წარუმატებლად დამთავრდა. განმმარტებელთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ანტიქრისტეს სახელი ბერძნული იქნება, რადგან გამოცხადება, პირველად, ბერძნულ ენაზე დაიწერა. ამიტომაც გვაოცებს ზოგიერთი უვიცი განმმარტებელი, რომელიც რიცხვი 666 - ის შესაბამის სახელებს სლავურ მეტყველებაში ეძებს. ბერძენი მწერლები ანტიქრისტეს შემდეგ სახელებს უწოდებენ, რომელთა შემადგენელი ასოების რიც-ხვითი მნიშვნელობათა ჯამია - 666:
ბევრი ფიქრობს, რომ რიცხვით ექვსასსამოცდაექვსი ანტიქრისტეს არა სახელი, არამედ მისი მოსვლისა და სიკვდილის დროა აღნიშნული. განმარტავენ ასეც, რომ მხეცის რიცხვით მინიშნებულია მესამე ცოდვა ეშმაკისა, რომელიც ანტიქრისტეში აღესრულება, რადგან ექვსი არის რიცხვი გონიერის შექმნისა, რომელიც ცოდვაში ჩავარდა და მოაკლდა სიმშვიდე და ნეტარება, რომელსაც სრულყოფილი რიცხვი შვიდი შეიცავს. ანტიქრისტეს სახელთან დაკავშირებით, აგრეთვე, მრავალი სხვა, ერთმანეთისაგან ფრიად განსხვავებული, ვარაუდები და მკითხაობანი არსებობს. ჩვენ მათ არ შევეხებით, მხოლოდ ვიტყვით, რომ საიდუმლო გამოძიებას ვერ ითმენს. ეკლესიის მნათობებიც ერთსულოვნად ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტეს სახელი არავინ იცის, რადგან გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი და გამოუძიებელნი მსჯავრნი მისნი. გა-მოცხადებიდან ცნობილია, რომ ანტიქრისტე თავისი სახელის მოხაზულობას ყველა თავის მიმდევარს მისცემს: და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის - სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. - და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა ანუ შუბლსა ზედა მათსა. და რაჲთა არავის ჴელ - ეწიფებოდის სყიდად ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ (გამოცხადებაჲ, 13, 15-17). წმიდა ეკლესიის მტრები ანტიქრისტეს დაწერილობას მირონცხების საიდუმლოს უწოდებენ, რათა ამით მართლმადიდებელნი გაკიცხონ. ეს უგუნურები ვერ ამჩნევენ, რომ მაშინ, მათი შეხედულებებით, წმიდა მოციქულებიც და თვით უფალი იესუ ქრისტეც, რომელმაც ჩვენი ცხოვრებისათვის საიდუმლოებანი დაადგინა, ანტიქრისტეები უნდა იყვნენ. წმ. ანდრია კესარიელი ანტიქრისტეს დაწერილობასთან დაკავშირებით ამბობს: „იგი ისწრაფვის, რომ დამწერლობა განდ-გომილისა და მაცდურის დამღუპველი სახელისა ყველას დაადოს, ნაწილობრივ - მარჯვენა ხელზე, რათა შეწყვიტონ ქმნა სწორი და კეთილი საქმეებისა, ნაწილობრივ კი - შუბლზე, რათა ცდუნებულებს ვერაგობასა და სიბნელეში კადნიერება ასწავლოს და მხეცის ბეჭედს ყველგან - ყიდვასა და გაყიდვაშიც, გაავრცელებს, რათა ისინი, რომელნიც მას არ მიიღებენ, აუცილებელ საჭიროებათა ნაკლებობი-საგან დაიხოცონ" (მე - 13 სიტყვა).
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"
უკან დაბრუნება |