xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » დასუსტებული რწმენის ეპოქა - დავით ჯინჭარაძე
დასუსტებული რწმენის ეპოქა - დავით ჯინჭარაძე
8-10-2024, 16:26  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ეკლესიურ ადამიანთა შორის დომინირებს ლოგიკური მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდი ხანი დადიხარ ეკლესიაში, მით უფრო მტკიცდება შენი რწმენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ღვთის მადლით, მართლაც ხდება მსგავსი გამტკიცება. თუმცა, მთლიანი სურათი რომ დავინახოთ, ჩვენს დროებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ რწმენის გამტკიცების ეპოქას, თუ, რასაკვირველია, ადამიანი ხიბლში არ იმყოფება.

   ახალი ადამიანის რაციონალისტურ გონებაში რწმენამ სხვა ინტერპრეტაცია მიიღო, ის უფრო საკუთარ გონებაზე მიმნდობი გახდა. მართლმადიდებლური თვალთახედვით ამას რწმენის დასუსტება ეწოდება. წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გვაფრთხილებდა: "თავისთავად ცხადია, რამდენადაც უპირატესობა ენიჭება საკუთარ მოსაზრებებს, რწმენა სუსტდება და თავის მნიშვნელობას კარგავს; ხოლო, სადაც  მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების სჯერათ, იქ საერთოდ არ არის რწმენა, არამედ მხოლოდ საკუთარი ვარაუდებია რწმენის საკითხების შესახებ".

   ჩვენს დროს მაცხოვრის ეს კითხვა ზედმიწევნით გამოხატავს ბოლო დროის მორწმუნეთა სულისკვეთებას: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?" (ლუკ. 18:8). დიახ, რწმენის დასუსტებას ვაწყდებით ყველგან, მათ შორის სასულიერო პირებთან. მრევლში რწმენისადმი მიდგომა "ადამიანს მხოლოდ იმიტომ სწამს, რომ ღმერთმა ასე ბრძანა", თითქმის აღარ არსებობს. დღეს „პოპულარული ავტორიტეტების" ინტერპრეტაციების  უფრო სჯერათ, ვიდრე წმინდა წერილის და წმინდა გადმოცემის. და ასეთი ხალხი თავის თავს კიდე მორწმუნეს უწოდებს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ რწმენის დასუსტების შეუმჩნევლობა ჩვენი დროის უდიდესი საცდურია! 

   ამ დასუსტებულ რწმენაში და ურწმუნოებაში ვითარდება მოდერნისტული სულისკვეთება. ამიტომაც იზიდავს ასეთ ეკლესიურებს სეკულარული (საერო) ღონისძიებები და გართობა. ასეთ ადამიანს აღარ აინტერესებს წმინდა მამათა კითხვა, ამის უნარი და სურვილიც  დაკარგულია. დასუსტებული რწმენის ადამიანში თავისი „გონიერება" დომინირებს. ის ლოგიკურად მსჯელობს, პაექრობს და გონია, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს.

   დასუსტებული რწმენის ადამიანი ეკლესიისთვის დიდი საცდურია. მას ავტორიტეტად მიიჩნევენ, ის კი რწმენაში დეგრადირებს და არაამსოფლიურის ნიღაბით, ამქვეყნიურს ქადაგებს. მისი ურწმუნოება გადამდებია, მისი ცხოვრების მაგალითი კი დამღუპველი. ამიტომ, ამ ურწმუნოების შემხედვარე, უმადლო ქრისტიანთა შემყურე - ადამიანები ტოვებენ ეკლესიას, რადგან გართობისთვის არ მოსულან აქ. ხოლო ის ვინც ეკლესიაში ჯერ კიდევ დადის, ზოგიერთ მათგანს ჭეშმარიტი  გაეკლესიურება ესაჭიროება.

   დაბოლოს, ისევ წმინდა თეოფანე დაყუდებულის სიტყვას მოვიყვანთ, რომელიც დიდებულად განმარტავს ნამდვილ რწმენას: „სრული გაგებით, ნამდვილი რწმენა არის ის, როდესაც ადამიანს მხოლოდ იმიტომ სწამს, რომ ღმერთმა ასე ბრძანა, და როდესაც რწმუნისთვის, ის სხვას არაფერს ეძებს, გარდა იმისა, რომ გაიგოს, როგორ ბრძანა ღმერთმა და როგორც კი გაიგებს, რომ ღმერთმა ასე ბრძანა, ის სრული სიმშვიდით ენდობა მას და ყოველგვარ მერყეობას უკუაგდებს".


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net-ის რედაქცია

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine