xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ცრუმისიონერობის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ცრუმისიონერობის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
9-10-2022, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

ცრუმისიონერობის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ცრუმისიონერობა, როგორც ერთ-ერთი მოდერნისტული მიმართულება, პროტესტანტული რეფორმაციის ეპოქაში ჩამოყალიბდა. ეს იყო ორგანიზებული, ახალი მისიონერული მიდგომა, რომელსაც მოჰყვა კათოლიკური რეაქცია კონტრეფორმაცია იეზუიტური ორდენის სახით.

   ჩამოყალიბებული ფორმით ცრუმისიონერობა - მასობრივი რელიგიის ცალკე აღებული მიმართულება, XVIII საუკუნის ბოლოს მოგვევლინა, ე.ი. მაშინ, როდესაც დასავლური სამყაროს რელიგიური ფონი კატასტროფულად დეგრადირებული იყო.

   XVIII-XIX ს.ს. ინგლისსა და ამერიკაში ე.წ. „ქარიზმატული ეპოქის აღორძინება" იწყება. ამის შესახებ საფუძვლიანი კვლევა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (როუზი) შემოგვთავაზა. იწყება მისიონერული რელიგიური ორგანიზაციების შექმნა: ბაპტისტური მისიონერული ორგანიზაცია - 1792 წ.; ლონდონის საერთაშორისო მისიონერული ორგანიზაცია - 1795 წ.; ბიბლიური საზოგადოება - 1804 წ.; ამერიკელი კომისიონერების ორგანიზაცია - 1810 წ... ამას მოჰყვა (XX ს.) ორმოცდაათიანელთა მოძრაობა. მათ მასობრივი რელიგიის დემოკრატიზაციას ჩაუყარეს საფუძველი - ფართო ასპარეზი გაუხსნეს ადოგმატური ქადაგების მეთოდიკის განვითარებას.

   ცრუმისიონერობის გაძლიერებაში უზარმაზარი როლი შეასრულა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განვითარებამ. XX საუკუნიდან მასებზე ზემოქმედებისთვის სოციალური ანალიტიკური ინსტრუმენტების (პიარი, რეკლამა, პოპულიზმი, ტრენინგები და ა.შ.) გამოყენებას შეუდგნენ.

   მეტწილად ტექნიკურ (მეთოდოლოგიურ) მხარეზე აქცენტების გადატანამ ცრუმისიონერულ საზოგადოებებში რელიგიური ინდიფერენტიზმი და კრიტიციზმი მოიტანა.

   ქრისტიანული ელემენტები მათ „მისიონეულ" მოღვაწეობაში, არსებითად, ნულს გაუტოლდა. სარწმუნოებრივი საკითხებისადმი ამგვარმა ინდიფერენტიზმმა ეკუმენისტურ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი (ჯ. მოტი, უ. ხოკინგი). ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს ცრუმისიონერობის ადოგმატურ ხასიათს, სინამდვილეში ფარულ ურწმუნოებას ჭეშმარიტებისა.

   ფაქტობრივად, ცრუმისიონერობამ დასავლეთში სრული კრახი განიცადა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო საუკუნეებში ევროპა წალეკა აღმოსავლურმა რელიგიებმა (ისლამი, ბუდიზმი, ინდუიზმი, იოგა და ა.შ.).

   მართლმადიდებელ სამყაროში ცრუმისიონერული მიმართულება „პარიზის სკოლის" წიაღში აღმოცენდა. (ს. ბულგაკოვი). „პარიზელებმა" და სხვა დასავლურმა ცრუმისიონერებმა შეიქმნეს ერთობლივი ეკუმენისტურ-მოდერნისტული ახალგაზრდული ორგანიზაცია „სინდესმოსი" (1923 წ.). მან, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო „მართლმადიდებლურ" მისიონერულ ცენტრს - Poretthenes, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ეკუმენისტი მთავარეპისკოპოსი ანასტასი (იანულატოსი).

   „პარიზის სკოლიდან" ცრუმისიონერული მოძრაობა ამერიკის წმ. ვლადიმერის სასულიერო სემინარიაშიც გავრცელდა დეკანოზების ა. შმემანისა და ი. მეინდორფის თაოსნობით. ეს სასწავლებელი დღესაც მოდერნისტების სამჭედლოთაა მიჩნეული. მისი ხელმძღვანელები და იდეოლოგები დროდადრო საქართველოს მოდერნისტულ სასწავლებელს სტუმრობენ (ქ. ფოთი).

   XX ს. ოთხმოცდაათიანებიდან ტრადიციული მართლმადიდებლური სწავლება ძლიერი ეროზიის ქვეშ მოექცა. გაბატონდა თავისუფლების ყალბი ლოზუნგები: „თავისუფლება", „სიყვარული", „ტოლერანტობა" და მისთ., რომლის მიღმა „ცრუმისიონერული მხეცი" იმალებოდა. (გაგრძელება...)




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine