xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » დრო და მარადიულობა
დრო და მარადიულობა
22-01-2013, 06:46  / ამოსაბეჭდი ვერსია
დრო და მარადიულობა

   „როგორი სწრაფია დრო. ამაოდ კი არ გამოხატავენ დროს ფრთებით, რადგან იგი მართლაც ისე მიედინება, თითქოს ფრთებით მიფრინავს"

* * *

„როდესაც არ მეკითხებიან, რა არის დრო, მე ვიცი, რა არის იგი; ხოლო როდესაც მინდა მისი განმარტება, უკვე საერთოდ აღარ ვიცი"

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *


„დრო ხანგრძლივი ჩანს მხოლოდ მათთვის, ვინც არ იცის, რაში გამოიყენოს იგი"

* * *

„ადამიანებს, რომლებიც ყურადღებით ეპყრობიან საკუთარ მოვალეობებს, არ ყოფნით საქმე დროისთვის, დრო კი - საქმისთვის"

* * *

„დრო მიჰქრის, მარადისობა კი ახლოვდება"

* * *

„მარადისობა მუდამ და არასდროს არის, ანუ ყოველთვის იქნება და არასდროს დასრულდება"

* * *

„როგორც ნათქვამი სიტყვის, ასევე დაკარგული დროის მოძებნა შეუძლებელია"

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *


„მუდამ გახსოვდეს მარადისობა და ამქვეყნად არაფერს მოისურვებ"

* * *

„იცხოვრე ისე, თითქოს დღეს უნდა მოკვდე; იმოქმედე ისე, თითქოს მარადიულად იცოცხლებ"

* * *

„იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო"

* * *

„გაუფრთხილდი დროს. იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება ნეტარი მარადიულობა"

* * *

„არ გაუშვა არცერთი წამი, რომ მისით რაიმე არ შეიძინო მარადიულობისათვის"

* * *

„დაიჭირე წუთები, რათა მოიხელთო წლები და არ გაგექცეს მთელი ცხოვრება"

* * *

„მოუფრთხილდი ყოველ წამს, თითოეულ მათგანზე შენი სიცოცხლე ემყარება!"

* * *

„თუ გიყვარს ცხოვრება, დრო უქმად არ გაფლანგო, იმიტომ, რომ ცხოვრება დროისგან შედგება"

* * *

„სარგებლით იყურე, სარგებლით ისმინე, სარგებლით ისაუბრე, სარგებლით უპასუხე"

წმიდა ბასილი დიდი

 

 

* * *


„ყოველ საათს, ყოველ წუთს გაუფრთხილდი, რადგან თვლითაა მოცემული და მათში ანგარიშს მოითხოვენ"

* * *

„საქმე დროის საზღვარია"

* * *

„ყველა დროისთვის არის თავისი საქმე და ყველა საქმისთვის არის თავისი დრო"

* * *

„დროთი უნდა სარგებლობდე: იგი რკინის მსგავსია, რომელიც თუ გაცივდება, გამოჭედვისთვის მოუხერხებელი იქნება"

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *


„ვაი ზარმაცს! იგი იმ დროის გამო ზღავს, რომელიც ცუდად გამოიყენა და უკვე ვეღარ იპოვის"

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *


„როგორც ნათქვამი სიტყვის, ასევე დაკარგული დროის მოძებნა შეუძლებელია"

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

* * *


„გეშინოდეს თუნდაც ერთი დღის დაკარგვისა, იცოდე, რომ იგი არ დაბრუნდება"

* * *

„დროის საუკეთესო გამოყენება მისი საუკუნეებისა და დროის შემოქმედისადმი მიძღვნით შედგება"

* * *

„ვინც უფალს თავის დროს არ მიუძღვნის, მას უფალი თავის ნეტარ მარადისობას მოაკლებს"

წმიდა ეფრემ ასური


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine