მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > დრო და მარადიულობა
დრო და მარადიულობა22-01-2013, 06:46 |
„როგორი სწრაფია დრო. ამაოდ კი არ გამოხატავენ დროს ფრთებით, რადგან იგი მართლაც ისე მიედინება, თითქოს ფრთებით მიფრინავს" * * * „როდესაც არ მეკითხებიან, რა არის დრო, მე ვიცი, რა არის იგი; ხოლო როდესაც მინდა მისი განმარტება, უკვე საერთოდ აღარ ვიცი" ნეტარი ავგუსტინე
* * * „დრო ხანგრძლივი ჩანს მხოლოდ მათთვის, ვინც არ იცის, რაში გამოიყენოს იგი" * * * „ადამიანებს, რომლებიც ყურადღებით ეპყრობიან საკუთარ მოვალეობებს, არ ყოფნით საქმე დროისთვის, დრო კი - საქმისთვის" * * * „დრო მიჰქრის, მარადისობა კი ახლოვდება" * * * „მარადისობა მუდამ და არასდროს არის, ანუ ყოველთვის იქნება და არასდროს დასრულდება" * * * „როგორც ნათქვამი სიტყვის, ასევე დაკარგული დროის მოძებნა შეუძლებელია" წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „მუდამ გახსოვდეს მარადისობა და ამქვეყნად არაფერს მოისურვებ" * * * „იცხოვრე ისე, თითქოს დღეს უნდა მოკვდე; იმოქმედე ისე, თითქოს მარადიულად იცოცხლებ" * * * „იცხოვრე დედამიწაზე დროში ისე, რომ დროის შეწყვეტის შემდეგ მარადიულად ზეცაში იცხოვრო" * * * „გაუფრთხილდი დროს. იგი ოქროზე ძვირფასია: მისით შეისყიდება ნეტარი მარადიულობა" * * * „არ გაუშვა არცერთი წამი, რომ მისით რაიმე არ შეიძინო მარადიულობისათვის" * * * „დაიჭირე წუთები, რათა მოიხელთო წლები და არ გაგექცეს მთელი ცხოვრება" * * * „მოუფრთხილდი ყოველ წამს, თითოეულ მათგანზე შენი სიცოცხლე ემყარება!" * * * „თუ გიყვარს ცხოვრება, დრო უქმად არ გაფლანგო, იმიტომ, რომ ცხოვრება დროისგან შედგება" * * * „სარგებლით იყურე, სარგებლით ისმინე, სარგებლით ისაუბრე, სარგებლით უპასუხე" წმიდა ბასილი დიდი
* * * „ყოველ საათს, ყოველ წუთს გაუფრთხილდი, რადგან თვლითაა მოცემული და მათში ანგარიშს მოითხოვენ" * * * „საქმე დროის საზღვარია" * * * „ყველა დროისთვის არის თავისი საქმე და ყველა საქმისთვის არის თავისი დრო" * * * „დროთი უნდა სარგებლობდე: იგი რკინის მსგავსია, რომელიც თუ გაცივდება, გამოჭედვისთვის მოუხერხებელი იქნება" წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * „ვაი ზარმაცს! იგი იმ დროის გამო ზღავს, რომელიც ცუდად გამოიყენა და უკვე ვეღარ იპოვის" წმიდა ნილოს სინელი
* * * „როგორც ნათქვამი სიტყვის, ასევე დაკარგული დროის მოძებნა შეუძლებელია" წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „გეშინოდეს თუნდაც ერთი დღის დაკარგვისა, იცოდე, რომ იგი არ დაბრუნდება" * * * „დროის საუკეთესო გამოყენება მისი საუკუნეებისა და დროის შემოქმედისადმი მიძღვნით შედგება" * * * „ვინც უფალს თავის დროს არ მიუძღვნის, მას უფალი თავის ნეტარ მარადისობას მოაკლებს" წმიდა ეფრემ ასური უკან დაბრუნება |