xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ა. შმემანი მართლმადიდებლური ღვთისმსახურების რეფორმატორი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ა. შმემანი მართლმადიდებლური ღვთისმსახურების რეფორმატორი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
27-09-2022, 11:27  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ რეფორმატორი „მართლმადიდებელი" მოდერნისტ-განმაახლებლები ვერ კმაყოფილდებიან ტრადიციული ღვთისმეტყველებითა და ღვთისმსახურებით. ისინი, როგორც წესი, „გერმანელებისაგან გადაწერით" (საკუთარი შტრიხების ჩამატებით) არიან დაკავებულნი. ეს ერთობა არასასიამოვნო მახასიათებელია (შეგიძლია წმინდა მამებისეულ გამოცდილებას დაესესხო), მაგრამ დეკანოზი ალექსანდრე შმემანი სწორედ ამ კატეგორიის ავტორებს მიეკუთვნება.

   არამართლმადიდებელი, დასავლური (კათოლიკურ-პროტესტანტული) რელიგიური სწავლებებით განმსჭვალული ადამიანი, გნებავთ მეცნიერი, ვშიშობთ ვერ ჩაწვდება მართლმადიდებელი ეკლესიის სულისკვეთებას. სამწუხაროდ, ა. შმემანის „ლიტურგიკული ღვთისმეტყველება" მთლიანად დასავლური (მეტწილად გერმანული) წყაროებითაა ნასაზრდოები. ეს არის მორიგი მოდერნისტული მიმართულება, დასავლური „ლიტურგიკული განმაახლებლობის" საფუძვლებზე წარმოშობილი, რაც მის ფსევდოსაღვთისმეტყველო ხასიათზე მიუთითებს.

   არსებითად, „ლიტურგიკული ღვთისმეტყველება" ეკლესიაში დაწყებული რეფორმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ავტორის „შემოქმედება" წმინდა წყლის ჯანყია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ტრადიციის წინააღმდეგ. ამჯერად მკითხველის ყურადღება გვსურს მის „საბრენდო" ნაშრომზე შევაჩეროთ - „შესავალნი ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში" („Введение в литургическое богословие"). ის ავტორისთვის საკუთარი საღვთისმეტყველო „ნიშის" დამკვიდრების მცდელობაა. აღნიშნული ნაშრომი (ა. შმემანის დისერტაცია) ერთგვარი ალესილი მახვილი აღმოჩნდა ეკლესიის ღვთისმსახურების რეფორმირებისთვის, რომლის მიზანიც ერთადერთია: შეცვალოს მართლმადიდებელი ქრისტიანების ცნობიერება და შეინარჩუნოს აბსოლუტური თავისუფლება.

   როგორც ტიპიური მოდერნისტ-განმაახლებელი, ა. შმემანი საკუთარ წერილებში ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ „დასავლურ რელიგიებში გაძლიერდა მისწრაფება „ლიტურგიკული მოძრაობისკენ", რომ მეტად და მეტად მოიცვა მან დასავლური ქვეყნების რელიგიური ცხოვრება. ასევე შენიშნავს, რომ დასავლური მოძრაობის წევრები ინტერესით სწავლობენ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, რომელმაც, მათივე აზრით, შეინარჩუნა ძველი ეკლესიის ლიტურგიკული სული".1

   ჭეშმარიტად ასეა: მართლმადიდებლური ღვთისმსახურება იმ უწყვეტი რგოლის გაგრძელებაა, რომელსაც პირველ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. მაგრამ ა. შმემანს სულ სხვა მიზანი ამოძრავებს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრების დასავლური „ლიტურგიკული მოძრაობის" სულისკვეთებისამებრ გადახედვას ისახავს მიზნად. მიამიტი მართლმადიდებელის დასანახად თითქოს განადიდებს მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, სინამდვილეში კი ოსტატურად ძირს უთხრის მას.

   ვიდრე თავად ა. შმემანის „ლიტურგიკული ღვთისმეტყველების" განხილვას შევურგებოდეთ, ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ დასავლურ სამყაროში განვითარებული „ლიტურგიკული განმაახლებლობა". (გაგრძელება იქნება...)





1 A. Shmeman. Histore du mouacment Liturgigue. Paris 1945.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine