xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » აბსურდის ეკლესიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
აბსურდის ეკლესიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
19-05-2022, 17:19  / ამოსაბეჭდი ვერსია

აბსურდის ეკლესიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   გასული საუკუნის დასაწყისში საღვთისმეტყველო მოდერნიზმმა, როგორც „ეკლესიოლოგიური აბსურდის" ნიმუში, ეკუმენიზმი წარმოშვა. რაღაც მსგავსი „აბსურდის თეატრის" მომსწრენი ვხდებით ჩვენც დღეს.

   როგორც იტყობინება მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკუმენისტური საბჭოს წინასაანსამბლეო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა1, სადაც ბერძნულ ეკლესიებთან (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია) ერთად (რომლებთანაც კანონიკური ურთიერთობა აქვს გაწყვეტილი) შეხმატკბილებულად „ურთიერთობენ".

   შეგახსენებთ, 2018 წ. 15 ოქტომბერს მინსკში რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან იმის გამო, რომ მან შეიწყნარა უკრაინელი სქიზმატები. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეკუმენისტური ხასიათის „თანამსახურება" ამ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება.

   ცნობილია, რომ ეკუმენიზმის საბოლოო მიზანი სწორედ „ეკლესიათა ერთიანობის აღდგენაში" მდგომარეობს. ესაა ეკუმენისტური პროექტის სანუკვარი ამოცანა. აბსურდული ვითარება იქმნება: ადგილობრივ ეკლესიებს შორის კანონიკური ურთიერთობის გაწყვეტის ტკივილს გარკვეული ბონუსები მოაქვს ეკუმენისტური მოძრაობისთვის. ის სულ უფრო აფართოებს და აძლიერებს მოქმედების ველს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

   უცნაური სურათი იხატება: რაც ნაკლებია კანონიკური ურთიერთობა, მით მეტია ეკუმენისტური. ამგვარი პარადოქსით გამოირჩევა თანამედროვე საღვთისმეტყველო ცნობიერება. შედეგად, წმინდა მამების შეგონება სქიზმების დამღუპველობის შესახებ „უვნებელ" მოვლენად წარმოჩინდება „ახალი" მამების „კომპეტენტური" გადმოსახედიდან.

   მოდერნისტ-ეკუმენისტებისთვის „მამების მამად" სახელდებული დეკანოზი გიორგი (ფლოროვსკი) ამბობდა: „ქარიზატული საზღვარი კანონიკურზე აღმატებულია". სწორედ „ქარიზმატულ" საზღვრებში ეძებენ დასაყრდენს როგორც რუსი, ისე ბერძენი (თუ სხვა) ეკუმენისტები. ე.ი. წმინდა მამათა მიერ დადგენილი წმინდა კანონები ანაქრონიზმად ცხადდება, ხოლო ე.წ. „ახალი მამების" ღვთისმეტყველება მასზე აღმატებულად მოიაზრება.

   შედეგად მივიღეთ „აბსურდის ეკლესიოლოგია", „აბსურდის თეატრი" მართლმადიდებლობის წიაღში, რომელსაც თავისი დირიჟორი ჰყავს რომის პაპის სახით. „მორჩილების" როლს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის (მათ შორის ჩვენი ეკლესიის) ეკუმენისტ-მოდერნისტი წარმომადგენლები აღასრულებენ.

   საკითხი ასე ჟღერს: რა ნიშნულს უნდა მიაღწიოს ამ აბსურდმა, რათა მართლმადიდებლური კრებსითი ცნობიერების სათანადო და კომპეტენტური შეფასება მიეცეს ამ პროცესებს?





1 Делегация Русской Православной Церкви принимает участие в Православной Вселенского собора Церквей. Патриархия.ру.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine