xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ისტორიულ ჭრილში დანახული უთანხმოებების მიზეზი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ისტორიულ ჭრილში დანახული უთანხმოებების მიზეზი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
18-05-2022, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

ისტორიულ ჭრილში დანახული უთანხმოებების მიზეზი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზთა ძიებისას მივედით დასკვნამდე, რომ პრობლემის არსი ეთნიკურ-ნაციონალური ნიშნით უპირატესობის ამბიციაშია. ჩვენი მოკლე ისტორიული მიმოხილვის მიზანიც სწორედ ამ გადაულახავი დილემის მკაფიოდ წარმოჩენაა.

   ეთნიკური ნიშნით გამორჩეულობის და უპირატესობის ჟინი არახალია ეკლესიის ისტორიისათვის. მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი იყო ნაციონალურ-ეთნიკური და რევოლუციური იდეების განვითარება. ვატიკანმა ამ გამოწვევას 1870 ვატიკანის I კრებით უპასუხა, სადაც „პაპის უცდომელობის" დოგმატის მიღებით „გადაჭრა" ეს პრობლემა და უსიტყვოდ დაიმორჩილა კათოლიკური სამყარო. კონსტანტინოპოლი 1872 წლის კრებით, ბულგარეთის ეკლესიის ეთნოფილეტიზმში ბრალდებით შეეცადა პროცესების შეჩერებას და საკუთარი მონოპოლიის შენარჩუნებას აღმოსავლეთში. 

   იმ პერიოდისაგან განსხვავებით, ჩვენს რეალობაში ეთნოფილეტიზმით მანიპულირება გარკვეული მიზნის მიღწევის საშუალებაა, იდეოლოგიური (შემაშინებელი, დამტუქსველი) ინსტრუმენტია. არადა, მიზანი დაფარული რჩება.

   არსებითად, „რუსული სამყაროს" კონცეფცია „ელინური" „დასავლური" თუ „უკრაინული" ნაციონალიზმის საპასუხო რეაქციაა. „რუსულის" მსგავსად შეგვიძლია ვისაუბროთ „ელინური სამყაროს", „დასავლური სამყაროს" და ა.შ. ამბიციებზე.

   ბერძნების უმრავლესობა დღესაც მიიჩნევს, რომ დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიები ბიზანტიის იმპერიის (ამჟამად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს) ქვეშევრდომნი უნდა ყოფილიყვნენ. ანალოგიურად ხდება „რუსული სამყაროს, ცივილიზაციის" თავსმოხვევა თავისი გავლენის სფეროდ მიჩნეულ სამყაროზე.

   ამ ნიშნით, ეთნოფილეტიზმის კლასიკურ გამოვლინებად თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უნდა მივიჩნიოთ. ნეოელინისტური გამოვლინებანი კატეგორიულად მიუღებელია დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისათვის. ეს დადასტურდა როგორც 1872 წლის კონსტანტინოპოლის, ისე 2016 წლის კრეტის კრებებზე.

   საეკლესიო მოდერნიზმი (ლიბერალიზმი), როგორც თანამედროვე ეპოქის სულიერი ნგრევის მექანიზმი, ნებისმიერ იდეოლოგიას (ელინიზმს, სლავიანოფილობას) მოერგება. თავად სლავიანოფილობა რუსულ ნიადაგზე აღორძინებული დასავლური ლიბერალიზმია. თუკი მავანს მიაჩნია, რომ გერმანულ იდეალიზმზე (შელინგიზმი) ჩამოყალიბებული სლავიანოფილობა ემანსიპაციას განიცდიდა და „მართლმადიდებლურ მსოფლხედვად", მსოფლიოს „შუქურად" ტრანსფორმირდებოდა, ძლიერ ცდება. არა, ის არაფრით განსხვავდება დასავლელი იდეოლოგების მეოცნებეობისაგან. 

   ასე რომ, დასავლურ ქრისტიანობაში არსებული სულიერი ხრწნის პროცესი აღმოსავლეთის ეკლესიასაც ემუქრება, განურჩევლად ელინური, სლავური თუ ქართული წარმომავლობისა.

   ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ეთნოფილეტური შუღლი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკლესიის მტრებს მართლმადიდებლური სამყაროს ნაციონალურ-იდეოლოგიურ ფრაქციებად დაშლა სურთ. თითქოს ეთნოფილეტიზმის დაძლევის უნარი ეკლესიას არ გააჩნია და პრობლემის მოგვარებისთვის რომის პაპს უნდა მიმართონ. რომი, ცხადია, „არ დააყოვნებს" და შემრიგებლის მანტიის მორგებას შეეცდება.

   ისტორია მეორდება. რომის ეკლესიის „პირველობის" (არა პატივით, არამედ უფლებამოსილებით) ამბიციამ 1054 წლის სქიზმა გამოიწვია. ამას კათოლიკური სამყაროს ნაირ-ნაირ ერესებში ჩაფვლა მოჰყვა.

   მსგავსი სქიზმის საფრთხის წინაშე დღესაც დგას მართლმადიდებელი ეკლესია. ამას უთუოდ მოჰყვება ერესებიც:

   1) კონსტანტინოპოლის „აღმოსავლური პაპიზმი" დოქტრინის სახით, რომლის თანახმადაც ეკლესიის თავი კონსტანტინოპოლის პატრიარქია.

   2) ვატიკანთან გაერთიანების კურსით, არსებითად უნიის (ერესის) პერსპექტივით, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული როგორც კონსტანტინოპოლის, ისე სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მოდერნისტ-ეკუმენისტი წარმომადგენლები.

   ისმის კითხვა: სად ვეძებოთ გამოსავალი? გამოსავალი მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით ცნობიერებაშია, რომელიც ასახულია ეკლესიის სწავლებასა და ცხოვრებაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიის სწავლება (კანონები) დაპირისპირებული მხარეებისთვის თავიანთი, საკუთარი ინტერპრეტაციის საგნად იქცა პირველობისა და დიდებისმოყვარე სასულიერო პირების მეშვეობით. (გაგრძელება იქნება...)






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine