„თუ იმედოვნებ, მარადიულობა მოიპოვო, მაშინ რად გსურს ამდენი წარმავალი რამ?"
* * *
„ვერცხლისმოყვარე ღვთისგან განდგომილია, ისევე, როგორც ვერცხლისმოყვარეობაა კერპთაყვანისცემლობა"
* * *
„ჯოჯოხეთი არ იტყვის: მეყოფა (იგავნ. 30,16)! და ანგარებიანიც არასდროს არასდროს ამბობს: „საკმარისია"!"
წმიდა ბასილი დიდი
* * *
„კარგია სიტყვა, - ფიქრობს თავის თავზე ვერცხლისმოყვარე, მაგრამ - ოქრო უკეთესია"
* * *
„როგორც ზღვა ვერ ივსება მდინარის წყლით, ისევე ვერცხლისმოყვარე ვერ ძღება ვერანაირი მომხვეჭელობით"
* * *
„ანგარებიანი იმდენად სახლს სიმდიდრით არ ავსებს, რამდენადაც სულს - საზრუნავით"
* * *
„ვერცხლისმოყვარე შეპყრობილია საზრუნავებით, როგორც ტყვე - ჯაჭვებით"
სულიერი მარგალიტი
* * *
„ლითონის ხმა, რომელიც ვერცხლისმოყვარის ყურებს ავსებს, მადლის ხმისთვის აყრუებს მათ"
* * *
„შეუძლებელია, ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც"
* * *
„ძვირფასი ქვის მაძიებელი დაუღალავდ მისდევს ბრწყინვალე მეტეორს, ვიდრე საფლავის ქვის ქვეშ არ დამშვიდდება"
* * *
„ვერცხლისმოყვარისთვის სიმდიდრე იგივეა, რა უგუნურისათვის ხმალი"
* * *
„გამდიდრება გსურს? დაუმეგობრდი უფალს და ყველაზე მდიდარი გახდები"
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„შეიძლება, ბევრი არ გქონდეს, მაგრამ ბევრისკენ იყო მიდრეკილი"
* * *
„ყველა მდიდარი კი არ დაიღუპება, შესაბამისად - ვერც ყველა ღარიბი ცხონდება"
* * *
„ყველაზე მეტად რწმენის სიმდიდრეზე ვისურვოთ, ძმანო, მდიდრებო და ღარიბებო!"
* * *
„უდიდესი საქმეა - ფული კი არ მოიხვეჭო, არამედ მოიპოვო შიში და ღვთისმოსაობა"
* * *
„კარგია სიყვარულითა და სიმშვიდით გამდიდრება"
ამბა ევაგრე