მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, ვერცხლისმოყვარეობა > ვერცხლისმოყვარეობა და ანგარება
ვერცხლისმოყვარეობა და ანგარება12-01-2013, 00:03 |
„თუ იმედოვნებ, მარადიულობა მოიპოვო, მაშინ რად გსურს ამდენი წარმავალი რამ?" * * * „ვერცხლისმოყვარე ღვთისგან განდგომილია, ისევე, როგორც ვერცხლისმოყვარეობაა კერპთაყვანისცემლობა" * * * „ჯოჯოხეთი არ იტყვის: მეყოფა (იგავნ. 30,16)! და ანგარებიანიც არასდროს არასდროს ამბობს: „საკმარისია"!" წმიდა ბასილი დიდი
* * * „კარგია სიტყვა, - ფიქრობს თავის თავზე ვერცხლისმოყვარე, მაგრამ - ოქრო უკეთესია" * * * „როგორც ზღვა ვერ ივსება მდინარის წყლით, ისევე ვერცხლისმოყვარე ვერ ძღება ვერანაირი მომხვეჭელობით" * * * „ანგარებიანი იმდენად სახლს სიმდიდრით არ ავსებს, რამდენადაც სულს - საზრუნავით" * * * „ვერცხლისმოყვარე შეპყრობილია საზრუნავებით, როგორც ტყვე - ჯაჭვებით" სულიერი მარგალიტი
* * * „ლითონის ხმა, რომელიც ვერცხლისმოყვარის ყურებს ავსებს, მადლის ხმისთვის აყრუებს მათ" * * * „შეუძლებელია, ერთდროულად გიყვარდეს ვერცხლიცა და სულიც" * * * „ძვირფასი ქვის მაძიებელი დაუღალავდ მისდევს ბრწყინვალე მეტეორს, ვიდრე საფლავის ქვის ქვეშ არ დამშვიდდება" * * * „ვერცხლისმოყვარისთვის სიმდიდრე იგივეა, რა უგუნურისათვის ხმალი" * * * „გამდიდრება გსურს? დაუმეგობრდი უფალს და ყველაზე მდიდარი გახდები" წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „შეიძლება, ბევრი არ გქონდეს, მაგრამ ბევრისკენ იყო მიდრეკილი" * * * „ყველა მდიდარი კი არ დაიღუპება, შესაბამისად - ვერც ყველა ღარიბი ცხონდება" * * * „ყველაზე მეტად რწმენის სიმდიდრეზე ვისურვოთ, ძმანო, მდიდრებო და ღარიბებო!" * * * „უდიდესი საქმეა - ფული კი არ მოიხვეჭო, არამედ მოიპოვო შიში და ღვთისმოსაობა" * * * „კარგია სიყვარულითა და სიმშვიდით გამდიდრება" ამბა ევაგრე უკან დაბრუნება |