„წუთისოფლის სიამოვნებები და პატივი მეტად ფუჭი და ამაოა, ისინი კი, ვინც მათ ეძებენ, უფრო ფუჭნი არიან"
* * *
„პატივის ღირსი არაა, ვინც პატივს ეძებს"
* * *
„თვითონ პატივმოყვარე სხვებში პატივმოყვარეობას ვერ იტანს"
* * *
„უგუნური კაცისთვის პატივი იგივეა, რაც ხმალი, რომლითაც თავსაც იკლავს და სხვებსაც ხოცავს"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„პატივი იმას გაურბის, ვინც მას საკუთარი თავისათვის ეძებს"
* * *
„ღირსეული ადამინები კიდევ მეტ ღირსებას ანიჭებენ თავს, როცა ღირსებაზე უარს ამბობენ"
* * *
„მხოლოდ ის პატივი შეიძლება, იწოდოს ჭეშმარიტად, რომლითაც უფალი ოდესმე დააჯილდოვებს თავის რჩეულებს"
* * *
„როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე პატივმოყვარეობა ხრავს ადამიანის გულს"
ამბა ისაია
* * *
„ადამიანები, რომლებიც პატიოსნებას აფასებენ, ზოგჯერ ისეთ საქმეს უშვებენ, რასაც პატიოსნება მეტად აფასებს"
* * *
„ჭეშმარიტად პატიოსანი კაცი ხმლით ხელში კი არ იცავს თავს, არამედ - უბიწო ცხოვრებით. უპატიო ადამიანი კი საკუთარ თავს თავისივე სისხლითაც ვერ განბანს, თუკი არ გამოსწორდება"
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი