მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > პატივი და პატივმოყვარეობა
პატივი და პატივმოყვარეობა10-01-2013, 00:03 |
„წუთისოფლის სიამოვნებები და პატივი მეტად ფუჭი და ამაოა, ისინი კი, ვინც მათ ეძებენ, უფრო ფუჭნი არიან" * * * „პატივის ღირსი არაა, ვინც პატივს ეძებს" * * * „თვითონ პატივმოყვარე სხვებში პატივმოყვარეობას ვერ იტანს" * * * „უგუნური კაცისთვის პატივი იგივეა, რაც ხმალი, რომლითაც თავსაც იკლავს და სხვებსაც ხოცავს" წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „პატივი იმას გაურბის, ვინც მას საკუთარი თავისათვის ეძებს" * * * „ღირსეული ადამინები კიდევ მეტ ღირსებას ანიჭებენ თავს, როცა ღირსებაზე უარს ამბობენ" * * * „მხოლოდ ის პატივი შეიძლება, იწოდოს ჭეშმარიტად, რომლითაც უფალი ოდესმე დააჯილდოვებს თავის რჩეულებს" * * * „როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე პატივმოყვარეობა ხრავს ადამიანის გულს" ამბა ისაია
* * * „ადამიანები, რომლებიც პატიოსნებას აფასებენ, ზოგჯერ ისეთ საქმეს უშვებენ, რასაც პატიოსნება მეტად აფასებს" * * * „ჭეშმარიტად პატიოსანი კაცი ხმლით ხელში კი არ იცავს თავს, არამედ - უბიწო ცხოვრებით. უპატიო ადამიანი კი საკუთარ თავს თავისივე სისხლითაც ვერ განბანს, თუკი არ გამოსწორდება" წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველიუკან დაბრუნება |