„ნუ დაგატკბობს მიწიერი, დროებითი მხიარულება, ეს - ანკესია, რომელიც, თევზივით, იჭერს სულს"
წმიდა ნილოს სინელი
* * *
„რაც უფრო მეტად განეშორება ადამიანი ყოველგვარ მიწიერ ნუგეშს, მით უფრო უახლოვდება იგი უფალს"
* * *
„გაექეცი ქმნილებას, თუ გინდა გყავდეს შემოქმედი"
* * *
„მიწიერი სიხარულები მინავლებულ ცეცხლს ჰგავს, რომელიც ძლივს აალდება და წამიერად ქრება"
* * *
„როგორც კი ლხინი დასრულდება, მხიარულება მაშინვე გაფრინდება"
* * *
„მიწიერი სიამოვნებები მხიარულებით იწყება, მაგრამ მწუხარებით მთავრდება"
* * *
„ის, ვინც მუდამ ფიქრობს, როგორ გაერთოს, რისკზე მიდის, რომ ძალიან დიდხანს იდარდოს"
* * *
„ვინც მხიარულად განვლო წუთისოფელი, მისთვის სიკვდილი ადვილი არ იქნება"
* * *
„დროებითი ტკბობა ადამიანს მარადიულ მწუხარებას უმზადებს, თუკი უგუნურად მიელტვის მას"
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * *
„რამდენიმე წუთის ნეტარებას მარადიული ტანჯვა - წამება მოსდევს"
* * *
„შეუძლებელია, გქონდეს ერთიც და მეორე სიხარულიც: აქაც ნეტარებაში იყო და მომავალშიც ქრისტესთან ერთად მეფობდე"
* * *
„უგუნურებაა, მეგონოს, რომ შეიძლება, წუთისოფელთან ერთადაც ინეტარო და ქრისტესთან ერთად იმეფო"
ნეტარი იერონიმე