მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მიწიერი სიამოვნებები
მიწიერი სიამოვნებები3-02-2014, 00:05 |
„ნუ დაგატკბობს მიწიერი, დროებითი მხიარულება, ეს - ანკესია, რომელიც, თევზივით, იჭერს სულს" წმიდა ნილოს სინელი
* * * „რაც უფრო მეტად განეშორება ადამიანი ყოველგვარ მიწიერ ნუგეშს, მით უფრო უახლოვდება იგი უფალს" * * * „გაექეცი ქმნილებას, თუ გინდა გყავდეს შემოქმედი" * * * „მიწიერი სიხარულები მინავლებულ ცეცხლს ჰგავს, რომელიც ძლივს აალდება და წამიერად ქრება" * * * „როგორც კი ლხინი დასრულდება, მხიარულება მაშინვე გაფრინდება" * * * „მიწიერი სიამოვნებები მხიარულებით იწყება, მაგრამ მწუხარებით მთავრდება" * * * „ის, ვინც მუდამ ფიქრობს, როგორ გაერთოს, რისკზე მიდის, რომ ძალიან დიდხანს იდარდოს" * * * „ვინც მხიარულად განვლო წუთისოფელი, მისთვის სიკვდილი ადვილი არ იქნება" * * * „დროებითი ტკბობა ადამიანს მარადიულ მწუხარებას უმზადებს, თუკი უგუნურად მიელტვის მას" წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * * „რამდენიმე წუთის ნეტარებას მარადიული ტანჯვა - წამება მოსდევს" * * * „შეუძლებელია, გქონდეს ერთიც და მეორე სიხარულიც: აქაც ნეტარებაში იყო და მომავალშიც ქრისტესთან ერთად მეფობდე" * * * „უგუნურებაა, მეგონოს, რომ შეიძლება, წუთისოფელთან ერთადაც ინეტარო და ქრისტესთან ერთად იმეფო" ნეტარი იერონიმე უკან დაბრუნება |