„ცხოვრება შრომაა; შრომა კი ცხოვრებაა"
* * *
„ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა"
* * *
„თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის"
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„სიღატაკე კურიერს ჰგავს - ზარმაცს მალე ეწევა" (იგავნ. 6, 11)
* * *
„გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა - როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია"
* * *
„ერთმა ბრძენმა საფუძვლიანად თქვა, რომ „შრომა სათნოების დარაჯია""
* * *
„სიმშვიდე და უსაქმურობა სულისათვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება"
წმიდა ისააკ ასური
* * *
„ასი წლის უსაქმურობა არ არის კარგად გამოყენებული ერთი საათის ფასი"
* * *
„ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლად სცოდავს"
* * *
„არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მეტნაკლებად თავისუფალი დრო აქვთ, ნაკლებად იყენებენ მას სასარგებლოდ"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„ადამიანის ძალა და შესაძლებლობები ძალიან ჰგავს წისქვილის დოლაბებს, რომელთა შორისაც ან არ არის ხორბალი, ანდა ისინი თვითონვე იქცევიან ფერფლად"
* * *
„მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის"
* * *
„მიმომწილველობა დიდი და საშინელი ცოდვაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს"
წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე