მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > შრომა და უსაქმურობა
შრომა და უსაქმურობა23-03-2014, 00:04 |
„ცხოვრება შრომაა; შრომა კი ცხოვრებაა" * * * „ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა" * * * „თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის" წმიდა იოანე ოქროპირი
* * * „სიღატაკე კურიერს ჰგავს - ზარმაცს მალე ეწევა" (იგავნ. 6, 11) * * * „გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა - როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია" * * * „ერთმა ბრძენმა საფუძვლიანად თქვა, რომ „შრომა სათნოების დარაჯია"" * * * „სიმშვიდე და უსაქმურობა სულისათვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება" წმიდა ისააკ ასური
* * * „ასი წლის უსაქმურობა არ არის კარგად გამოყენებული ერთი საათის ფასი" * * * „ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლად სცოდავს" * * * „არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მეტნაკლებად თავისუფალი დრო აქვთ, ნაკლებად იყენებენ მას სასარგებლოდ" წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „ადამიანის ძალა და შესაძლებლობები ძალიან ჰგავს წისქვილის დოლაბებს, რომელთა შორისაც ან არ არის ხორბალი, ანდა ისინი თვითონვე იქცევიან ფერფლად" * * * „მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის" * * * „მიმომწილველობა დიდი და საშინელი ცოდვაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს" წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე უკან დაბრუნება |