xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » კოვიდიზმი რელიგიაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
კოვიდიზმი რელიგიაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
3-01-2022, 16:42  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მავანი ამბობს, რომ ვაქცინაცია მარტოოდენ სამედიცინო საკითხია, არადა თვალნათელია, რომ მან ადამიანის არსებობის ყველა სფერო მოიცვა. ჩვენთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია რელიგიურ სფეროში მისი (კოვიდიზმის) მოქმედების პრინციპები. ე.წ. პანდემიის გამოცხადების დღიდან ფაქტობრივად ყველა რელიგიის ლიდერებმა ქედი მოიხარეს ახალი იდეოლოგიის წინაშე. განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ამ საერთო „ჰიპნოზურ" მდგომარეობას მხარი აუბეს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმაც.

   საერთაშორისო დირექტივების კვალდაკვალ, სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა ეკლესიის ცხოვრებაში, თვით საიდუმლოებების შესრულებაში შეიტანეს არნახული სიახლეები.

   კოვიდიზმი (მართლმადიდებლობაში) - ცრუ იდეოლოგიაა იმის შესახებ, რომ ადამიანი შეიძლება დასნეულდეს ღვთის მადლთან თანაზიარებით. ეს იქნება ეკლესია, ჯვარი, ხატები, წმინდა ნაწილები, ნაკურთხი წყალი, ზეთის ცხება და ა.შ. კოვიდისტი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ დასნეულების რისკის გამო უკრძალავს მორწმუნეთ სიწმინდესთან მიახლებას, ლოცვა-კურთხევის აღებას. ეს ერთგვარი ხატმებრძოლეობაა ახლებური სახით, ვინაიდან მსგავს შეზღუდვებს ვერ ვპოულობთ წმინდანთა ცხოვრებაში, ვერცერთ მართლმადიდებლურ ტრადიციაში. ყველა მცდელობა ამის წარმოჩენისა ოპონენტების მხრიდან კონკრეტული ეპიზოდის უმართებულო განმარტებას ეფუძნება.

   უკიდურესი კოვიდიზმია - მკრეხელური რწმენა, რომ წმ. ზიარების მიღებით შეიძლება გადაგედოს ვირუსი. ხოლო თუკი არ სჯერათ, რომ ზიარებას შეუძლია დასნეულება, მაშინ რატომ იყენებენ ერთჯერად კოვზებს ან სტერილიზაციის მეთოდებს? ცხადია, თავად კოვიდისტი აგებს პასუხს მსგავს მკრეხელობაზე.

   გარდა ამისა, თანამედროვე მედიცინის ბიოეთიკური განვითარების პროცესში აშკარად შეინიშნება სულიერ-ზნეობრივი რეგრესის ნიშნები. ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრეთ ჩვენს ნაშრომში „ვაქცინა და ბიოეთიკური პრობლემა" (იხ. www.xareba.net - ის გამოცემების რუბრიკაში), სადაც ვთქვით, რომ ვაქცინებში ემბრიონული ხაზისა და გენური ინჟინერიის გამოყენება ფიქსირდება.

   ამის მიუხედავად, დღეს ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი ხმამაღლა აცხადებს: „ვაქცინა საჩუქარია, კურთხევაა ღვთისა", მაგრამ:

   1) შეიძლება კურთხევა ეწოდოს ვაქცინას, სადაც ემბრიონი გამოიყენება?

   2) ნუთუ სამედიცინო საკითხია აბორტი, სქესის შეცვლა, ევთანაზია და ა.შ. რის წინააღმდეგაც ხმა აღიმაღლა ეკლესიამ?

   3) თუკი ვაქცინა კურთეულია, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, ვინც არ იღებს ვაქცინას, ის წყეულია?

   4) შეიძლება ფაშისტურ ევგენიკას (თანამედროვე გენურ ინჟინერიას) ეწოდოს კურთხევა?

   5) არის კი საზოგადოების (მორწმუნეების) სეგრეგაცია კურთხევა?

   6) ნუთუ არავაქცინირებულთა ეკლესიაში არშეშვება კურთხევაა?

   7) დადასტურებულია, რომ ვაქცინებში არ გამოიყენება ნანოჩიპები?

   8) რას გვეუბნებით იმ ადამიანებს, მათ ოჯახებს, ვინც ვაქცინირების „კურთხევის" შედეგად გარდაიცვალა ან ვისაც სერიოზული ფიზიკური ზიანი მიადგა?

   9) ვინ აგებს პასუხს ყოველივეზე?

   10) რას ვეტყვით ჩვენს მრევლს, მომავალ თაობას ხვალ?

   ეს და სხვა მსგავსი შეკითხვა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა გაუჩნდეს ახალი ეპოქის გამოწვევის პირობებში.

   ამრიგად, ვაქცინაციას აქვს სულიერი განზომილება, ის იდეოლოგიური შინაარსის მატარებელი პროცესია, რომელსაც შორს მიმავალი „გეგმები" გააჩნია. გაგრძელება იქნება...

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine