მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > კოვიდიზმი რელიგიაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
კოვიდიზმი რელიგიაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე3-01-2022, 16:42 |
მავანი ამბობს, რომ ვაქცინაცია მარტოოდენ სამედიცინო საკითხია, არადა თვალნათელია, რომ მან ადამიანის არსებობის ყველა სფერო მოიცვა. ჩვენთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია რელიგიურ სფეროში მისი (კოვიდიზმის) მოქმედების პრინციპები. ე.წ. პანდემიის გამოცხადების დღიდან ფაქტობრივად ყველა რელიგიის ლიდერებმა ქედი მოიხარეს ახალი იდეოლოგიის წინაშე. განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ამ საერთო „ჰიპნოზურ" მდგომარეობას მხარი აუბეს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმაც. საერთაშორისო დირექტივების კვალდაკვალ, სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების იერარქებმა ეკლესიის ცხოვრებაში, თვით საიდუმლოებების შესრულებაში შეიტანეს არნახული სიახლეები. კოვიდიზმი (მართლმადიდებლობაში) - ცრუ იდეოლოგიაა იმის შესახებ, რომ ადამიანი შეიძლება დასნეულდეს ღვთის მადლთან თანაზიარებით. ეს იქნება ეკლესია, ჯვარი, ხატები, წმინდა ნაწილები, ნაკურთხი წყალი, ზეთის ცხება და ა.შ. კოვიდისტი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ დასნეულების რისკის გამო უკრძალავს მორწმუნეთ სიწმინდესთან მიახლებას, ლოცვა-კურთხევის აღებას. ეს ერთგვარი ხატმებრძოლეობაა ახლებური სახით, ვინაიდან მსგავს შეზღუდვებს ვერ ვპოულობთ წმინდანთა ცხოვრებაში, ვერცერთ მართლმადიდებლურ ტრადიციაში. ყველა მცდელობა ამის წარმოჩენისა ოპონენტების მხრიდან კონკრეტული ეპიზოდის უმართებულო განმარტებას ეფუძნება. უკიდურესი კოვიდიზმია - მკრეხელური რწმენა, რომ წმ. ზიარების მიღებით შეიძლება გადაგედოს ვირუსი. ხოლო თუკი არ სჯერათ, რომ ზიარებას შეუძლია დასნეულება, მაშინ რატომ იყენებენ ერთჯერად კოვზებს ან სტერილიზაციის მეთოდებს? ცხადია, თავად კოვიდისტი აგებს პასუხს მსგავს მკრეხელობაზე. გარდა ამისა, თანამედროვე მედიცინის ბიოეთიკური განვითარების პროცესში აშკარად შეინიშნება სულიერ-ზნეობრივი რეგრესის ნიშნები. ამის შესახებ ვრცლად ვისაუბრეთ ჩვენს ნაშრომში „ვაქცინა და ბიოეთიკური პრობლემა" (იხ. www.xareba.net - ის გამოცემების რუბრიკაში), სადაც ვთქვით, რომ ვაქცინებში ემბრიონული ხაზისა და გენური ინჟინერიის გამოყენება ფიქსირდება. ამის მიუხედავად, დღეს ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელიც კი ხმამაღლა აცხადებს: „ვაქცინა საჩუქარია, კურთხევაა ღვთისა", მაგრამ: 1) შეიძლება კურთხევა ეწოდოს ვაქცინას, სადაც ემბრიონი გამოიყენება? 2) ნუთუ სამედიცინო საკითხია აბორტი, სქესის შეცვლა, ევთანაზია და ა.შ. რის წინააღმდეგაც ხმა აღიმაღლა ეკლესიამ? 3) თუკი ვაქცინა კურთეულია, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, ვინც არ იღებს ვაქცინას, ის წყეულია? 4) შეიძლება ფაშისტურ ევგენიკას (თანამედროვე გენურ ინჟინერიას) ეწოდოს კურთხევა? 5) არის კი საზოგადოების (მორწმუნეების) სეგრეგაცია კურთხევა? 6) ნუთუ არავაქცინირებულთა ეკლესიაში არშეშვება კურთხევაა? 7) დადასტურებულია, რომ ვაქცინებში არ გამოიყენება ნანოჩიპები? 8) რას გვეუბნებით იმ ადამიანებს, მათ ოჯახებს, ვინც ვაქცინირების „კურთხევის" შედეგად გარდაიცვალა ან ვისაც სერიოზული ფიზიკური ზიანი მიადგა? 9) ვინ აგებს პასუხს ყოველივეზე? 10) რას ვეტყვით ჩვენს მრევლს, მომავალ თაობას ხვალ? ეს და სხვა მსგავსი შეკითხვა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა გაუჩნდეს ახალი ეპოქის გამოწვევის პირობებში. ამრიგად, ვაქცინაციას აქვს სულიერი განზომილება, ის იდეოლოგიური შინაარსის მატარებელი პროცესია, რომელსაც შორს მიმავალი „გეგმები" გააჩნია. გაგრძელება იქნება... დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |