* * *
„ისე არავინ აზიანებს საზოგადოებას, როგორც მევახშეები. მათ მიერ საზოგადოება უფრო მეტად კვნესის, ოხრავს და უძლურდება, ვიდრე - უცხოტომელი მტრებისაგან"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„კურდღლებზე ამბობენ, რომ ისინი ერთდროულად შობენ, კვებავენ და ამავე დროს, ჩაისახავენ კიდეც შვილებს. მევახშეებსაც ფული ერთსა და იმავე დროს ვალადაც მიეცემათ, უჩნდებათ კიდეც და უმრავლდებათ"
* * *
„თესლი ნაყოფს თავიდანვე არ გვაძლევს და ცხოველებიც მხოლოდ დროის განმავლობაში ხდებიან მოწიფულნი; მევახშე კი დღეს იშვება და იმავე დღეს იწყებს გამრავლებას"
* * *
„მევახშე უბადრუკ ცხოვრებას ეწევა, ყოველთვისწ შიშსა და მწუხარებაშია; შიშში - იმის გამო, რაც აქვს, მწუხარებაში კი - იმის გამო, რაც ჯერ არ გააჩნია"
წმიდა იოანე ოქროპირი