მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მევახშეობა

მევახშეობა


27-01-2014, 00:09
მევახშეობა
   „ხარბი მევახშე ისეთ ღრუბელს ჰგავს, რომელიც იმ წყლით ივსება, რაც მისგან უნდა გამოსწურონ"

* * *

„ისე არავინ აზიანებს საზოგადოებას, როგორც მევახშეები. მათ მიერ საზოგადოება უფრო მეტად კვნესის, ოხრავს და უძლურდება, ვიდრე - უცხოტომელი მტრებისაგან"

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *


„კურდღლებზე ამბობენ, რომ ისინი ერთდროულად შობენ, კვებავენ და ამავე დროს, ჩაისახავენ კიდეც შვილებს. მევახშეებსაც ფული ერთსა და იმავე დროს ვალადაც მიეცემათ, უჩნდებათ კიდეც და უმრავლდებათ"

* * *

„თესლი ნაყოფს თავიდანვე არ გვაძლევს და ცხოველებიც მხოლოდ დროის განმავლობაში ხდებიან მოწიფულნი; მევახშე კი დღეს იშვება და იმავე დღეს იწყებს გამრავლებას"

* * *

„მევახშე უბადრუკ ცხოვრებას ეწევა, ყოველთვისწ შიშსა და მწუხარებაშია; შიშში - იმის გამო, რაც აქვს, მწუხარებაში კი - იმის გამო, რაც ჯერ არ გააჩნია"

წმიდა იოანე ოქროპირი


უკან დაბრუნება