აბბა ლოტი აბბა იოსებთან მივიდა და განუცხადა: „აბბა! ჩემი ძალისამებრ, მცირედ ვმარხულობ და ვლოცულობ, მდუმარებას ვიცავ და ბილწ აზრებს არ ვუსმენ. მითხარი კიდევ რა გავაკეთო?" ბერი წამოდგა და ხელები ზეცად აღაპყრო - მისი ათივე თითი ათ ანთებულ სანთელს მიემსგავსა. შემდგომ აბბა ლოტს მიუბრუნდა და უპასუხა: „თუ შეგიძლია, იყავი როგორც ცეცხლი".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"