მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა იოსებმა აბბა ლოტს მოუწოდა ყოფილიყო „ვითარცა ცეცხლი“

აბბა იოსებმა აბბა ლოტს მოუწოდა ყოფილიყო „ვითარცა ცეცხლი“


6-11-2020, 20:41

აბბა იოსებმა აბბა ლოტს მოუწოდა ყოფილიყო „ვითარცა ცეცხლი“

 

 

   აბბა ლოტი აბბა იოსებთან მივიდა და განუცხადა: „აბბა! ჩემი ძალისამებრ, მცირედ ვმარხულობ და ვლოცულობ, მდუმარებას ვიცავ და ბილწ აზრებს არ ვუსმენ. მითხარი კიდევ რა გავაკეთო?" ბერი წამოდგა და ხელები ზეცად აღაპყრო - მისი ათივე თითი ათ ანთებულ სანთელს მიემსგავსა. შემდგომ აბბა ლოტს მიუბრუნდა და უპასუხა: „თუ შეგიძლია, იყავი როგორც ცეცხლი".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება