xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » მართებული და არამართებული დიალოგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მართებული და არამართებული დიალოგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
6-01-2020, 17:11  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებანი მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთის განცხადების შედეგად ებოძა. ამდენად, ეკლესიის დოგმატური განსაზღვრებანი აქსიომებია, რომლებიც არ ექვემდებარება რაიმენაირ ცვლილებას. სხვაგვარი ვითარებაა ფსევდორელიგიის შემთხვევაში. დოგმატურ განსაზღვრებათა ადგილს ახალ დროებაში ან კერძო საღვთისმეტყველო აზრი (თეოლოგუმენი, წმინდა მამების შეხედულება, რომელიც ეკლესიამ არ მიიღო) ან ანალოგიური აზრი („ახალი მამების", ფსევდოავტორიტეტების შეხედულება, რომელიც არამართლმადიდებლური რელიგიურ-ფილოსოფიური ნიშით გამოირჩევა) იკავებს.

   ამიტომაც აკრიტიკებენ თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგები მართლმადიდებელი ეკუმენისტების საღვთისმეტყველო დიალოგს არამართლმადიდებლებთან, ვითომცდა „ეკლესიების ერთიანობის აღდგენის" მიზნით გამართულს.

   ჯერ კიდევ იოანე ღვთისმეტყველი წერდა: „ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაÁთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან" (1 ინ. 2, 19). ხოლო პავლე მოციქული ბრძანებს: „ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყვის უფალი, და არა-წმინდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ" (2 კორ. 6, 17). შეუძლებელია ამაზე მკაფიოდ წარმოაჩინო მართლმადიდებლების დამოკიდებულება არამართლმადიდებელთა სწავლების მიმართ.

   ღვთისმეტყველების დოქტორმა, დეკანოზმა გიორგი მეტალინოსმა სხვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებთან დიალოგზე ბრძანა: „დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ მოციქულებრივ-მისიონერული სწავლების საფუძველზე. მისი მიზანი უნდა იყოს ჭეშმარიტებისაგან განდგომილი ძმების კვლავ დაბრუნება ეკლესიაში, რომელიც მათ მიატოვეს. მაგრამ რომელი ეკუმენისტი მოვაქციეთ ჭეშმარიტებაზე?!...

   თუ გვსურს მართებული, ძმური, მისიონერული, მსხვერპლგაღებული დიალოგის გამართვა, მაშინ უნდა დავეხმაროთ მათ (ერეტიკოსებს) იპოვონ ჭეშმარიტი გზა, რომლისგანაც გადაუხვიეს და შეუერთდნენ წმინდანების ეკლესიას, ქრისტეს სხეულს".1

   დღეს კი სრულიად საპირისპირო მოვლენის მოწმენი ვართ. აშკარაა არამართებული დიალოგი, რომლის მიზანი სულაც არ არის მათი (ერეტიკოსთა) ჭეშმარიტი ეკლესიის ჭერქვეშ გაერთიანება. ეს ახალი ტიპის ადამიანთა არამართლმადიდებლური ცნობიერების ურთიერთობაა ერთმანეთთან, სადაც ცდილობენ როგორმე შეაერთონ შეურევნელი, როგორმე გააერთიანონ არსით გაუერთიანებელი. ეს ყალბი ერთობის ნიმუშია და მას ეკუმენისტური დიალოგი ეწოდება.

    ვიდრე ძირითად სათქმელზე გადავიდოდეთ მოკლედ მიმოვიხილოთ ეკუმენისტური დიალოგის არსი. (გაგრძელება...)

 


 

1 დეკანოზი გ. მეტალინოსი. "Диалог с инославными возможен только на миссионерских, апостольских началах". www.Православный Апологет.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine