მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მართებული და არამართებული დიალოგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მართებული და არამართებული დიალოგი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე6-01-2020, 17:11 |
სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებანი მართლმადიდებელ ეკლესიას ღვთის განცხადების შედეგად ებოძა. ამდენად, ეკლესიის დოგმატური განსაზღვრებანი აქსიომებია, რომლებიც არ ექვემდებარება რაიმენაირ ცვლილებას. სხვაგვარი ვითარებაა ფსევდორელიგიის შემთხვევაში. დოგმატურ განსაზღვრებათა ადგილს ახალ დროებაში ან კერძო საღვთისმეტყველო აზრი (თეოლოგუმენი, წმინდა მამების შეხედულება, რომელიც ეკლესიამ არ მიიღო) ან ანალოგიური აზრი („ახალი მამების", ფსევდოავტორიტეტების შეხედულება, რომელიც არამართლმადიდებლური რელიგიურ-ფილოსოფიური ნიშით გამოირჩევა) იკავებს. ამიტომაც აკრიტიკებენ თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგები მართლმადიდებელი ეკუმენისტების საღვთისმეტყველო დიალოგს არამართლმადიდებლებთან, ვითომცდა „ეკლესიების ერთიანობის აღდგენის" მიზნით გამართულს. ჯერ კიდევ იოანე ღვთისმეტყველი წერდა: „ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაÁთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან" (1 ინ. 2, 19). ხოლო პავლე მოციქული ბრძანებს: „ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყვის უფალი, და არა-წმინდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ" (2 კორ. 6, 17). შეუძლებელია ამაზე მკაფიოდ წარმოაჩინო მართლმადიდებლების დამოკიდებულება არამართლმადიდებელთა სწავლების მიმართ. ღვთისმეტყველების დოქტორმა, დეკანოზმა გიორგი მეტალინოსმა სხვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებთან დიალოგზე ბრძანა: „დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ მოციქულებრივ-მისიონერული სწავლების საფუძველზე. მისი მიზანი უნდა იყოს ჭეშმარიტებისაგან განდგომილი ძმების კვლავ დაბრუნება ეკლესიაში, რომელიც მათ მიატოვეს. მაგრამ რომელი ეკუმენისტი მოვაქციეთ ჭეშმარიტებაზე?!... თუ გვსურს მართებული, ძმური, მისიონერული, მსხვერპლგაღებული დიალოგის გამართვა, მაშინ უნდა დავეხმაროთ მათ (ერეტიკოსებს) იპოვონ ჭეშმარიტი გზა, რომლისგანაც გადაუხვიეს და შეუერთდნენ წმინდანების ეკლესიას, ქრისტეს სხეულს".1 დღეს კი სრულიად საპირისპირო მოვლენის მოწმენი ვართ. აშკარაა არამართებული დიალოგი, რომლის მიზანი სულაც არ არის მათი (ერეტიკოსთა) ჭეშმარიტი ეკლესიის ჭერქვეშ გაერთიანება. ეს ახალი ტიპის ადამიანთა არამართლმადიდებლური ცნობიერების ურთიერთობაა ერთმანეთთან, სადაც ცდილობენ როგორმე შეაერთონ შეურევნელი, როგორმე გააერთიანონ არსით გაუერთიანებელი. ეს ყალბი ერთობის ნიმუშია და მას ეკუმენისტური დიალოგი ეწოდება. ვიდრე ძირითად სათქმელზე გადავიდოდეთ მოკლედ მიმოვიხილოთ ეკუმენისტური დიალოგის არსი. (გაგრძელება...)
1 დეკანოზი გ. მეტალინოსი. "Диалог с инославными возможен только на миссионерских, апостольских началах". www.Православный Апологет.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
უკან დაბრუნება |