xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » მებაღე, რომელმაც მოწყალების გაცემას თავი ანება და ფულის შეგროვებას შეუდგა, მძიმე სნეულებით დაისაჯა; როცა მან თავისი დანაშაული გააცნობიერა და მოინანია, ღვთის ანგელოზმა სნეულებისაგან განკურნა
მებაღე, რომელმაც მოწყალების გაცემას თავი ანება და ფულის შეგროვებას შეუდგა, მძიმე სნეულებით დაისაჯა; როცა მან თავისი დანაშაული გააცნობიერა და მოინანია, ღვთის ანგელოზმა სნეულებისაგან განკურნა
12-07-2020, 16:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   ბერები გვიამბობდნენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბაღს უვლიდა და მთელ თავის შემოსავალს გლახაკებს უნაწილებდა, თავისთვის კი მხოლოდ მცირე ნაწილს იტოვებდა გამოსაკვებად. მოხდა ისე, რომ სატანამ მას გულში გულისთქმა ჩაუდო: „ცოტაოდენი ფული დააგროვე შენთვის, რომ სიბერეში ან ავადმყოფობისას მოიხმარო". მებაღემ ფულის შეგროვება დაიწყო და ერთი თიხის ჭურჭელი მონეტებით პირთამდე აავსო. მოხდა ისე, რომ ის დასნეულდა - ფეხი დაუჩირქდა და მთელი დანაზოგი ექიმებში დახარჯა, თუმცა მისმა მკურნალობამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ერთხელ ის გამოცდილმა ექიმმა მოინახულა და განუცხადა: „თუკი ფეხის ნაწილის მოკვეთაზე არ დაგვთანხმდები, მთელი ფეხი დაგილპება". მებაღე დათანხმდა და ოპერაციის დღეც დაინიშნა, თუმცა ოპერაციის წინა ღამეს ის გონს მოეგო და მოთქმითა და გოდებით მოჰყვა სინანულს. „უფალო! - ღაღადებდა სნეული, - გაიხსენე ის მოწყალებები, რომლებსაც ღატაკთათვის გავცემდი, მე ხომ ჩემი შემოსავლის მეტ ნაწილს გაჭირვებულებს ვაძლევდი?" მოულოდნელად მის წინ წარდგა ღვთის ანგელოზი და განუცხადა: „სად არის შენს მიერ დაგროვებული ფული? სად გაქრა ის, რაზედაც იმედს ამყარებდი?" მაშინ კი მიხვდა მებაღე თავის შეცდომას და შესძახა: „უფალო! შევცოდე და მომიტევე, გევედრები. ამიერიდან ასე აღარასოდეს მოვიქცევი!" ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზი მის სნეულ ფეხს შეეხო და უმალვე განკურნა. მეორე დილით ექიმი მებაღესთან თავისი იარაღებით მივიდა ფეხის მოსაკვეთად, თუმცა სნეული სახლში არ დახვდა. როდესაც პაციენტი მოიკითხა, მას მიუგეს: „დილაადრიან ბაღში წავიდა სამუშაოდ". ექიმმა მებაღე მოძებნა და როდესაც ის მიწასთან მომუშავე იხილა, ადიდა უფალი, უკურნებელი სნეულებისგან ადამიანის მეყსეულად განმკურნებელი.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine