აბბა ისააკ თებაიდელმა კინოვიაში მისვლისას ცოდვით დაცემული ძმა იხილა და განიკითხა. როდესაც ბერი უდაბნოში დაბრუნდა, ღვთის ანგელოზი გამოეცხადა, დადგა მისი სენაკის კარში და განუცხადა: „არ შეგიშვებ!" „გამიმხილე ამის მიზეზი", - შეევედრა აბბა. მაშინ ანგელოზმა აუწყა: „ღმერთმა შენთან გამომგზავნა, რათა მეკითხა, თუ სად ბრძანებ ცოდვით დაცემული ძმის გამწესებას!" აბბა მაშინვე მიწაზე განერთხა და თქვა: „უფალო, შევცოდე შენს წინაშე და გთხოვ, მომიტევე!" „ადექი, რამეთუ შეგინდო უფალმა, მაგრამ ამიერიდან გაფრთხილდი, რომ არავინ განიკითხო, ვიდრე უფალი არ განიკითხავს მას".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"