მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა ისააკს ანგელოზმა ცოდვით დაცემული ძმის განკითხვის გამო სენაკის კარი ჩაუკეტა

აბბა ისააკს ანგელოზმა ცოდვით დაცემული ძმის განკითხვის გამო სენაკის კარი ჩაუკეტა


4-11-2019, 21:11

 

   აბბა ისააკ თებაიდელმა კინოვიაში მისვლისას ცოდვით დაცემული ძმა იხილა და განიკითხა. როდესაც ბერი უდაბნოში დაბრუნდა, ღვთის ანგელოზი გამოეცხადა, დადგა მისი სენაკის კარში და განუცხადა: „არ შეგიშვებ!" „გამიმხილე ამის მიზეზი", - შეევედრა აბბა. მაშინ ანგელოზმა აუწყა: „ღმერთმა შენთან გამომგზავნა, რათა მეკითხა, თუ სად ბრძანებ ცოდვით დაცემული ძმის გამწესებას!" აბბა მაშინვე მიწაზე განერთხა და თქვა: „უფალო, შევცოდე შენს წინაშე და გთხოვ, მომიტევე!" „ადექი, რამეთუ შეგინდო უფალმა, მაგრამ ამიერიდან გაფრთხილდი, რომ არავინ განიკითხო, ვიდრე უფალი არ განიკითხავს მას".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება