xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ჭეშმარიტი სასწაულები » სნეული და უსინათლო ქალის განკურნება ღირსი სერაფიმეს მეოხებით
სნეული და უსინათლო ქალის განკურნება ღირსი სერაფიმეს მეოხებით
25-12-2019, 16:16  / ამოსაბეჭდი ვერსია

სნეული და უსინათლო ქალის განკურნება ღირსი სერაფიმეს მეოხებით

 

 

   1903 წელს, ღირსი სერაფიმეს წმინდა ნაწილების აღმოყვანების წელიწადს, სერგიევ პოსადის მკვიდრმა, ანა გეორგიევნა ზაბოტინამ, გვაუწყა: „მე მოუთმენლად ველოდი 19 ივლისს, ღირსი მამის ხსენების დღეს. ამ დროისათვის დიდი განსაცდელი მქონდა, ცხრა წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მოულოდნელად თვალის ჩინი დავკარგე და ეს ძლიერ მთრგუნავდა და მაშფოთებდა. 20 ივლისს ჩემი ქალიშვილი, ტატიანა პეტროვნა, მთელი თავისი ოჯახით მეწვია და მათ ვთხოვე, რომ, როცა წირვაზე წავიდოდნენ, თან წავეყვანე ტაძარში, მაგრამ ქალიშვილმა უარი მითხრა: „იქ შენი სიბრმავით შეგვბოჭავ". ტატიანას ჩემმა ცრემლიანმა ხვეწნა-მუდარამაც არ მოულბო გული, წავიდა ბავშვებთან ერთად ეკლესიაში და სახლში მარტო დამტოვა, რამაც უსაზღვროდ დამამწუხრა. გარდა უსინათლობისა, ძალიან მაწუხებდა ხერხემალი და ამის გამო მოძრაობისას გაუსაძლისი ტკივილები მტანჯავდა. მარტოდ დარჩენილი გაჭირვებით დავჯექი სახლის შესასვლელ კართან და მწარედ ავტირდი. სასოწარკვეთილმა ჩემი სადარდელი და მწუხარება ღირს სერაფიმეს შევჩივლე, ვესაუბრებოდი როგორც ცოცხალს, ვევედრებოდი, რომ არ მივეტოვებინე ახლობლებისგანაც დავიწყებული. ბევრი ტირილისა და დარდისაგან ცოტა ხნით ჩამთვლიმა. ძილში მეჩვენა, რომ ღირსი სერგის სამების ტაძარში ღვთისმშობლის ხატის წინ ვიდექი, რომელსაც „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ეწოდება და მწარედ ვტიროდი. უეცრად ვიხილე, რომ ტაძრის დასავლეთის კარში ღირსი სერაფიმე შემოვიდა, მას პირისახე ზეციური სილამაზითა და საკვირველი სიკეთით უბრწყინავდა. წმინდა მამა მომიახლოვდა, მამობრივი სიყვარულით დამლოცა და მითხრა: „ჩემო სიხარულო, დაე, იყოს ნება უფლისა შენი რწმენისამებრ!" მე მის ფერხთით მუხლებზე დავეცი და ცრემლებით წამოვიძახე: „ღირსო მამაო, სერაფიმე! გევედრები შემიწყალე და შენს მამობრივ მადლს ჩემთვის ნუ დაიშურებ. მანუგეშე და მომმადლე თვალის სინათლე, რათა ჩემ ფეხქვეშ გზა დავინახო და სხვების დაუხმარებლად შევძლო სიარული ტაძარში". ხილვა დასრულდა, მეც გამომეღვიძა და როცა გონს მოვედი, ვიგრძენი, რომ გარკვევით ვხედავდი თვალებიდან და აღარც ხერხემლის ტკივილი მაწუხებდა. მსუბუქად წამოვდექი, სახლში შევედი და სამლოცველო კუთხეში ღირსი სერაფიმეს ხატის წინ მუხლებზე დავემხე. შევცქეროდი მას, როგორც ცოცხალს და ცრემლებით ვმადლობდი უსაზღვრო მოწყალებისთვის, რომელიც ჩემთვის, ცოდვილისა და უღირსისათვის, მოიღო. იმდენად დიდი იყო ჩემი სიხარული, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. როცა ჩემი ქალიშვილი დაბრუნდა, ღირსი სერაფიმეს მეოხებით ჩემი განკურნების ამბავი ვახარე და ხილვის შესახებაც ვუამბე. ყველამ ჩემთან ერთად გაიხარა, მაგრამ როცა პირველმა ემოციამ გაიარა, შვილმა და შვილიშვილებმა გამოცდა მომიწყვეს, რადგან აინტერესებდათ, როგორ ვხედავდი, მოჰქონდათ სხვადასხვა საგანი და მეკითხებოდნენ მათ ფერს, ზომას... ჩემი ოჯახი მალე საბოლოოდ დარწმუნდა ჩემს საკვირველ და სასწაულებრივ განკურნებაში. მეორე დღეს მარტო, სხვების დაუხმარებლად წავედი ტაძარში და უფალს, დედა ღვთისას და ღირს სერაფიმეს სამადლობელი პარაკლისი აღვუვლინე ჩემი სასწაულებრივი განკურნებისთვის.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine